ვაკანსია

27.01.2021
ვაკანსია ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე: კოალიცია "სოციალური რეფორმებისთვის"

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი

ადრეული განვითარების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

  • სპეციალისტი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი და ..);
  • უზრუნველყოფს ბავშვის და ოჯახის შეფასებას და განვითარების გეგმის შემუშავებას;
  • ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას მშობლის უნარების გაძლიერებით, საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებით;
  • ხელს უწყობს ბავშვის და მისი ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციას;
  • მონაწილეობას იღებს ადრეული ინტერვენციის ინტერდისციპლინარული გუნდის შეხვედრებში;
  • აწესრიგებს სავალდებულო დოკუმენტაციას ბავშვის და ოჯახის შესახებ მომსახურების მიწოდების ფარგლებში;
  • ეცნობა ორგანიზაციის სტრატეგიას, მიზნებსა და ამოცანებს, წესდებას და ორგანიზაციის შიდა პროცედურებს.

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობა;
  • პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი;
  • ორგანიზებულობა და ინიციატივა.

პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ შემდეგი დისციპლინის პროფესიონალებს:

  • ფსიქოლოგი;
  • ოკუპაციური თერაპევტი;
  • ენისა და მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი);
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი;
  • სპეციალური მასწავლებელი;
  • სოციალური მუშაკი.



შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზეcofosore@gmail.com

  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამოტივაციო წერილი;

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 თებერვალი.

შეტყობინება გაეგზავნებათ მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საკონტაქტო პირი: თამარ ფოფხაძე 593147805

დამატებით ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/KoalitsiaSotsialuriRepormebisatvis

.