სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი

სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი
კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის

ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები 2020-22 წ.წ.

მიზანი

2020-22 წ.წ. კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიზანია, ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო სისტემის დახვეწა, ოჯახების მხარდაჭერა და ამ მხრივ, კოალიციის როლის გამყარება ეროვნულ დონეზე.

სტრატეგიული პრიორიტეტები

სტრატეგიული პრიორიტეტი#1: ბავშვისა და ოჯახის ადრეული მხარდაჭერის სისტემისა და შესაბამისი სერვისების გაუმჯობესება ეროვნულ დონეზე.

სტრატეგიული პრიორიტეტი#2: ქმედითი რეფერალის და ტრანზიციის სისტემების გამართვა და მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სისტემათა შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გზით.

სტრატეგიული პრიორიტეტი#3: ქვეყნის მასშტაბით ბავშვისა და ოჯახის ადრეული მხარდაჭერის პროგრამების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო/აკადემიური სტანდარტებისა და რეგულაციების სისტემის შემუშავებისა და პროფესიული კადრის მომზადების გზით.

ამოცანები

ამოცანა#1. ადრეული ასაკის ბავშვებში განვითარების შეფერხების და ამ მხრივ არსებული რისკების პრევენცია; განვითარების შეფერხების ადრეული გამოვლენა, ზედამხედველობის თანამედროვე სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ამოცანა#2. ადრეული ინტერვენციის, ბავშვისა და ოჯახის ადრეული მხარდაჭერის მიზნობრივი სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით.

ამოცანა#3. სკოლამდელი ასაკის  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის  შესაბამისი მომსახურებების განსაზღვრა და მიწოდების ხელშეწყობა.

ამოცანა#4. ბავშვის ადრეული განვითარებისა და ამ მხრივ ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ამოცანა#5. საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრის მომზადება და ამ სფეროში უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა.

კომუნიკაციის მეთოდები
  • კონფერენციები, ლექციები, ტრენინგები, ტრენერთა ტრენინგი, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ვიდეო-რგოლები, საინფორმაციო შეხვედრები, სოციალური კამპანია, მედიით გაშუქება, ვებ-გვერდი.

  • კავშირები, შეხვედრები, სამუშაო/სასწავლო ვიზიტები, გაცვლითი შეხვედრები, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია.

  • საგანმანათლებლო და პროგრამული მასალების, ტრენინგ მოდულების/პროგრამების, კურიკულუმის, რეკომენდაციების შემუშავება.

  • კითხვარები.

  • თემის მობილიზება.

  • ადვოკატირების კამპანიები.

  • მენტორობა/ტუტორობა/სწავლება.

სამიზნე ჯგუფები
  • სპეციალისტები

  • ჯანდაცვის, სოციალური საკითხების და განათლების პროფესიონალები; ექსპერტები, სოციალური მუშაკები

  • ბავშვები და ოჯახები

  • ფართო საზოგადოება

  • რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა

  • ხელისუფლება

  • შესაბამისი სახელმწიფო უწყების, მუნიციპალიტეტების და გადაწვეტილების მიმღები პირები ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხებში

  • მედია-ნაციონალური მედია, ონლაინ მედია, სოციალური მედია

  • დონორები და პოტენციური მხარდამჭერები.

ფონდების მოძიების კუთხით პრიორიტეტული საკითხები 2020-22 წ.წ.
  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გაძლიერება ბავშვთა ადრეული საკითხების კუთხით; სპეციფიური, სერთიფიცირებული ტრენინგ მოდულის შექმნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისთვის და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

  • პოზიტიური მშობლობის შესახებ სახელმწიფო პროგრამის პოპულარიზაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით; ერთობლივი ტრენინგ-მოდულის შექმნა

  • იუსტიციის სამინისტროსთან და პენიტენციურ სისტემასთან თანამშრომლობა ბავშვთა ადრეული ჩარევის სახელმწიფო პროგრამის კუთხით

  • ბავშვის ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობა, შესაბამის ჩართულ უწყებებთან ერთად  ე.წ. INSPIRE მოდელის გამოყენებით.