ხედვა

ხედვა
ყველა ბავშვი იბადება თავისუფალი და თანაბარი უფლებებით; გამოვლენილია მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმუმი სპეციალისტების, ოჯახის, სახელმწიფოს და საზოგადოების თანმიმდევრული და მდგრადი მხარდაჭერით.


კოალიციის სპეციფიური როლი

ხუთწლიან პერსპექტივაში კოალიცია არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის წარმმართველი (ლიდერი), ინიციატორი და ფასილიტატორი ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

როგორც წარმმართველი/ლიდერი -

კოალიცია ეყრდნობა არსებულ პრაქტიკას და კიდევ უფრო აძლიერებს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრაციას მისი ძირითადი საქმიანობის სფეროებში: (ა) უფლებების კომპონენტში, რომელიც მოიცავს ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანსაღი, ჰარმონიული განვითარებისთვის და ოჯახებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, პროფესიონალებს და დაინტერესებულ მხარეებს; (ბ) ინფორმაციისა და პოლიტიკის ანალიზის კომპონენტში, რომელიც   ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებაზე, რათა მათ გაითვალისწინონ ბავშვთა ადრეული განვითარების თანამედროვე სტანდარტები.

როგორც ინიციატორი -

ბავშვთა ადრეული განვითარების სფეროში  უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით კვლევითი საქმიანობის, საუკეთესო პრაქტიკის ინიცირება  და კომუნიკაციის წარმართვა. აღნიშნული მიდგომის პოპულარიზაცია სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამიზნე თემებში; ადვოკატირება მთავრობის, პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

როგორც ფასილიტატორი -

ფასილიტაციას უწევს ბავშვთა ადრეული განვითარების სფეროში ცოდნის, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას და ყურადღებას ამახვილებს თანასწორუფლებიანობის ღირებულებებზე დაფუძნებული ადრეული განვითარების სისტემის შექმნაზე. პარტნიორთა ქსელის გამოყენებით ქმნის პოლიტიკის დიალოგის სხვადასხვა პლატფორმას. ამასთან, აფართოებს თანამშრომელთა და პარტნიორთა ქსელს  აკადემიურ, სამეცნიერო და კერძო სექტორში.