COVID19-მშობლობა

ერთი ერთზე დრო

ვერ მიდიხართ სამსახურში? სკოლები დახურულია? ნერვიულობთ ფინანსურ საკითხებზე? - ასეთ დროს სტრესი და გადაღლა ნორმალურია.

სკოლის დახურვა კარგი შანსია დავამყაროთ უკეთესი ურთიერთობა ჩვენს შვილებთან. "ერთი ერთზე დრო" არის სახალისო და გასართობი. ბავშვებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ უყვართ, არიან დაცულები და ანახებს მათ, რომ არიან მნიშვნელოვანი.

გამოყავით დრო თითოეული ბავშვისთვის.

ეს შესაძლოა იყოს 20 წუთი ან მეტი - ჩვენზეა დამოკიდებული. ეს შესაძლოა იყოს ყოველ დღე, ერთი და იმავე დროს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ პოზიტიური მოლოდინი.

ჰკითხეთ ბავშვებს, რისი გაკეთება სურთ მათ.

არჩევანი აძლიერებს თავდაჯერებულობას. თუ მათ სურთ რაიმეს კეთება, რაც არ მოდის თანხვედრაში სოციალურ დისტანციასთან, ეს არის შანსი ვესაუბროთ და ავუხსნათ მათ ამის შესახებ. (იხილეთ შემდეგი ბროშურა).

რამოდენიმე იდეა ჩვილ/ადრეული ასაკის ბავშვთან დაკავშირებით
  • განასახიერეთ მათი გამომეტყველება და ხმები, გამოიყენეთ ფინჯნები ან სხვა ნივთები ხმების მრავალფეროვნებისთვის
  • იმღერეთ, შექმენით მუსიკა კოვზების და ჭიქების გამოყენებით
  • ააშენეთ ფიგურები ფინჯნის ან კუბების გამოყენებით
  • მოყევით ამბავი, წაიკითხეთ წიგნი ან დაათვალიერეთ სურათები
მოზრდილ ბავშვთან ურთიერთობისთვის:
  • წაიკითხეთ წიგნი ან დაათვალიერეთ სურათები
  • ისეირნეთ ეზოში ან სახლის ირგვლივ
  • იცეკვეთ, იმღერეთ!
  • დაკავდით საქმეებით ერთად - ითამაშეთ კერძების მომზადება ან დასუფთავება!
  • დაეხმარეთ საშინაო დავალებების მომზადებაში
თინეიჯერებთან ურთიერთობისთვის:
  • ესაუბრეთ მათთვის სასურველ თემებზე: სპორტი, მუსიკა, ტელევიზია, ცნობილი სახეები, მეგობრები
  • ისეირნეთ ეზოში ან სახლის ირგვლივ
  • იმღერეთ ერთად მათი საყვარელი მუსიკა
  • უსმინეთ მათ, უყურეთ მათ. დაუთმეთ მათ თქვენი სრული ყურადღება. გაერთეთ!

გამორთეთ ტელევიზორი და ტელეფონი. დაისვენეთ ვირუსის შესახებ ინფორმაციისგან.

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - ერთად ყოფნის დრო.pdf
შეინარჩუნეთ პოზიტიურობა!

რთულია იყო პოზიტიური, როდესაც ბავშვები "გვაგიჟებენ". ჩვენ ხშირად გვიწევს ვუთხრათ მათ " გაჩერდი!", თუმცა ბავშვები უფრო მეტად დაგვიჯერებენ, თუ მივცემთ პოზიტიურ მითითებებს და უამრავს შევაქებთ კარგი ქცევისთვის.

აღწერეთ ის ქცევა, რისი დანახვაც გსურთ!

გამოიყენეთ პოზიტიური სიტყვები, როდესაც ბავშვს ეუბნებით რა გააკეთოს - მაგალითად: "გთხოვ, დაალაგე შენი ტანსაცმელი" (იმის ნაცვლად, რომ უთხრათ"ნუ ურევ!")

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მივაწვდით მათ

თუ დაუყვირებთ ბავშვებს ეს თქვენ და ბავშვებსაც უფრო მეტად გაგაღიზიანებთ და გაგაბრაზებთ. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება მისი სახელის გამოყენებით. ისაუბრეთ მშვიდად.

შეაქეთ ბავშვი, როდესაც იქცევა კარგად.

შეეცადეთ, ყოველთვის შეაქოთ თქვენი ბავშვი / მოზარდი იმისთვის, რასაც აკეთებს კარგად. შეიძლება არ გამოხატავენ კმაყოფილებას ამისთვის, მაგრამ, თქვენ ნახავთ, რომ ისევ გაიმეორებენ იმ კარგ ქცევას რისთვისაც შეაქეთ. ასევე, კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ თქვენ ამჩნევთ და ზრუნავთ მათზე.

იყავით რეალისტური

შეუძლია ბავშვს გააკეთოს ის, რასაც სთხოვთ? ბავშვისთვის რთულია იყოს ჩუმად მთელი დღის განმავლობაში, თუმცა შეუძლია შეინარჩუნოს სიმშვიდე 15 წუთის განამავლობაში, როდესაც თქვენ საუბრობთ ტელეფონით

დაეხმარეთ თინეიჯერებს იყვნენ კავშირზე მეგორებთან

თინეიჯერებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ მეგობრებთან კონტაქტი. დაეხმარეთ მათ კომუნიკაციაში სოციალური მედიის ან სხვა დისტანციური მეთოდის გამოყენებით. ეს არის ის, რაც ასევე შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ!

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - შეინარჩუნეთ პოზიტიურობა.pdf
დაგეგმეთ!

COVID 19-ს გამო დაირღვა ჩვენი ყოველდღიური რუტინა, რომელიც უკავშირდება სამსახურს, სახლს და სკოლას. ეს რთულია ბავშვებისთვის და თქვენთვისაც. ახალი რუტინის დაგეგმვა დაგეხმარებათ.

შექმენით მარტივი, მაგრამ თანმიმდევრული დღის რუტინა
  • შექმენით განრიგი თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის, რაც მოიცავს, როგორც სტრუქტურირებულ აქტივობებს, ისე თავისუფალ დროს. ეს დაეხმარება ბავშვებს თავი იგრძნონ მეტად უსაფრთხოდ და უკეთ მოიქცნენ.
  • ბავშვებსაც შეუძლიათ დაგეხმაროთ ყოველდღიური რუტინის შექმნაში - რუტინა დაგეგმეთ სკოლის ცხრილის მსგავსად. ბავშვები რუტინას დაიცავენ უკეთ, თუ თავად იქნებიან მის დაგეგმარებაში ჩართული.
  • ვარჯიში შეიტანეთ ყოველდღიურ გეგმაში- ეს დაეხმარებათ ბავშვებს დახარჯონ ენერგია და გაუმკლავდნენ სტრესს.
ასწავლეთ ბავშვებს როგორ დაიცვან უსაფრთხო დისტანცია
  • თუ ეს დაშვებულია თქვენს ქვეყანაში, გაიყვანეთ ბავშვები გარეთ
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწეროთ წერილები, დახატოთ ნახატები და გააზიაროთ. გამოფინეთ ისინი სახლს გარეთ, ისე რომ სხვებმაც ნახონ!
  • თქვენ შეგიძლიათ ბავშვის დარწმუნება საუბრით იმაზე, თუ როგორ ზრუნავთ მის უსაფრთხოებაზე.
  • უსმინეთ მათ რჩევებს სერიოზულად.

ხელის დაბანა და ჰიგიენა აქციეთ გართობად
  • შექმენით 20 წამიანი სიმღერა ხელების დაბანისთვის. დაამატეთ სახალისო აქტივობები!
  • შეაქეთ ბავშვები ხელის ხშირი დაბანისთვის.
  • ითამაშეთ და დაითვალეთ რამდენად ნაკლებად ეხებით სახეს, განსაზღვრეთ ჯილდო იმისთვის, ვინც ყველაზე ნაკლებ შეხებას დააგროვებს (შეგიძლიათ ერთმანეთს დაუთვალოთ შეხებათა რაოდენობა)

თქვენ ხართ მაგალითი ბავშვისთვის

თუ თქვენ თავად იცავთ დისტანციას და ჰიგიენის ნორმებს, და ექცევით სხვებს გაგებით, განსაკუთრებით მათ ვინც არიან ავად ან მოწყვლად მდგომარეობაში - პატარები და მოზარდები ისწავლიან თქვენგან

ყოველი დღის ბოლოს რამდენიმე წუთი დაუთმეთ განვლილ დღეზე ფიქრს. უთხარით ბავშვს თუნდაც ერთი პოზიტიური ქმედება, რომელიც მან განახორციელა. შეაქეთ საკუთარი თავიც როდესაც რაიმე დავალებას კარგად გაართმევთ თავს. თქვენ ხართ ვარსკვლავი!

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - დაგეგმეთ.pdf
ცუდი ქცევა

ყველა ბავშვს ახასიათებს ცუდი ქცევა. ეს ნორმალურია როდესაც ბავშვი არის დაღლილი, მშიერი, შეშინებული ან მაშინ როდესაც სწავლობს დამოუკიდებლობას. მათ შეუძლიათ გამოგვიყვანონ წყობილებიდან, თუ გვიწევს სახლში ყოფნა!

შეეცადეთ გადაატანინოთ ყურადღება
  • შეაჩარეთ ბავშვის ცუდი საქციელი თავიდანვე და გადაატანინეთ ყურადღბა ცუდიდან კარგ საქციელზე
  • შეაჩარეთ ის, სანამ დაიწყებს! თუ სწუხან შეგიძლიათ შესთავაზოთ რაიმე გასართობი - მაგ. " მოდი, წავიდეთ ეზოში სასეირნოდ"!
გააკეთე პაუზა

გრძნობთ რომ გინდათ იყვიროთ? საკუთარ თავს მიეცით 10 წამი, ჩაისუნთქეთ-ამოისუნთქეთ ხუთჯერ; შემდეგ შეეცადეთ უპასუხოთ მშვიდად. უამრავი მშობელი ფიქრობს, რომ მათ ეს ძალიან ეხმარებათ!

გამოიყენეთ "ქცევის შედეგი"

"ქცევის შედეგი" ეხმარება ბავშვებს აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებენ. აღნიშნული ტექნიკა, ასევე გვაძლევს დისციპლინის დაცვის საშუალებას. ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ყვირილი და გაბრაზება.

  • მიეცით ბავშვს არჩევანი მიყვნენ თქვენს მითითბებს, იქამდე, სანამ გამოიყენებთ "ქცევის შედეგს".
  • იყავით მშვიდი, როდესაც საუბრობთ "ქცევის შედეგზე"
  • დარწმუნდით, რომ შეძლებთ შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა "ქცევის შედეგების" გამოყენებისას. მაგალითად, თინეიჯერს ჩამოართვათ ტელეფონი 1 კვირით, რთული შესასრულებელია. ტელეფონის 1 საათით ჩამორთმევა კი, უფრო რეალურია.
  • როდესაც დასრულდება "ქცევის შედეგების მიღება", მიეცით ბავშვს შესაძლებლობა გააკეთოს რაღაც კარგი, და შეაქეთ ის.

"ერთი ერთზე დრო", კარგი ქცევისთვის შექება, და რუტინის სისტამატური დაცვა, შეამცირებს ცუდ ქცევას.

მიეცით ბავშვს და მოზარდებს ადვილი საპასუხისმგებლო დავალებები. დარწმუნდით, რომ ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას. შეაქეთ ისინი, როდესაც შეასრულებენ დავალებას.

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - ცუდი ქცევა.pdf
იყავით მშვიდად და მართეთ სტრესი

ეს არის სტრესული დრო. გაუფრთხილდით თავს, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს.

თქვენ არ ხართ მარტო

უამრავ ადამიანს აწუხებს მსგავსი შიშები. ესაუბრეთ ვინმეს, თქვენს შეგრძნებებზე. უსმინეთ მათ. თავი აარიდეთ სოციალურ მედიას რომელიც გაგდებთ პანიკაში.

დაისვენეთ

ჩვენ ყველას გვესაჭიროება დასვენება. როდესაც ბავშვებს სძინავთ, დაკავდით თქვენი საყვარელი საქმიანობით. შექმენით "ჯანსაღი" აქტივობების ნუსხა, ის რაც თქვენ მოგწონთ. თქვენ ეს დაიმსახურეთ!

უსმინეთ ბავშვებს

იყავით ღია და უსმინეთ ბავშვებს. ბავშვები თქვენგან ითხოვენ მხარდაჭერას. უსმინეთ მათ, როდესაც გიზიარებენ თავიანთ შეგრძნებებს. მიიღეთ ისინი ისეთი როგორებიც არიან და აგრძნობინეთ მათ თავი კომფორტულად.

გააკეთეთ პაუზა

1 წუთიანი შესვენების აქტივობის გაკეთება, ყოველთვის არის შესაძლებელი როდესაც თვს გრძნობთ ცუდად

ნაბიჯი 1: მოეწყვე მოხერხებულად

  • იპოვეთ კომფორტული მჯდომარე პოზიცია, ფეხები იატაკზე, ხელები მუხლებზე.
  • დახუჭეთ თვალები თუ ეს თქვეთვის კომფორტულია

ნაბიჯი 2: იფიქრე, შეიგრძნე, წარმოიდგინე

  • ჰკითხეთ საკუთარ თავს, "რაზე ვფიქრობ ახლა?"
  • დააკვირდით საკუთარ ფიქრებს. დააკვირდით ნეგატიურია ისინი თუ პოზიტიური?
  • დააკვირდით, ემოციურად როგორ გრძნობთ თავს. თქვენი შეგრძნებები დადებითია თუ არა?
  • დააკვირდით თქვენს სხეულს. აღმოჩინეთ ის რაც გღლით.

ნაბიჯი 3: დააკვირდი სუნთქვას

  • უსმინეთ თქვენს სუნთქვას - ჰაერი როგორ ჩადის და ამოდის.
  • ჩასუნთქვის დროს შეგიძლიათ ხელი დაადოთ მუცელს და შეიგრძნოთ, ყოველ ჩასუნთვაზე როგორ იბერება, ამოსუნთვაზე კი იფუშება
  • შესაძლოა თქვენს თავს უთხრათ "ყველაფერი კარგადაა! როგორც არის- არის, მე კარგად ვარ!"
  • შემდეგ უბრალოდ უსმინეთ თქვენს სუნთქვს გარკვეულ ხანს.

ნაბიჯი 4: დაბრუნდით უკან

  • დააკვირდით როგორ გრძნობთ თავს.
  • უსმინეთ ოთახში არსებულ ხმებს

ნაბიჯი 5: რეფლექსია

  • იფიქრეთ, "სხვანაირად ვგრძნობ თავს?"
  • როდესაც იქნებით მზად, გაახილეთ თვალები. უსმინეთ ბავშვებს და მოეკიდეთ მათ გაგებით. ისინი თქვენს მხარდაჭერასა და ზრუნვაზე არიან დამოკიდებული. მოუსმინეთ მათ როდესაც გიყვებიან თავიანთ გრძნობებზე. მიიღეთ მათი გრძნობები და შექმენით მათი ემოციების გაზიარებისთვის კომფორტული გარემო.

შესვენება დაგეხმარებათ მაშინაც, თუ ხედავთ რომ ბავშვი გაღიზიანებთ ან რაიმე არასასურველი ჩაიდინა. ეს გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ მეტად მშვიდი. თუნდაც, რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვა ან თქვენს ფეხქვეშ სიმყარის შეგრძნება შვებას გაგრძნობინებთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაისვენოთ ბავშვებთან ერთად!

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - სტრესის მართვა.pdf
როდესაც ვბრაზობთ

ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები, მაგრამ COVID19-ისაგან გამოწვეულმა სტრესმა, ფულის ფაქტორმა და კარანტინმა შესაძლოა ჩვენში სიბრაზე გამოიწვიოს. აი როგორ შეიძლება მოვახერხოთ კონტროლი და ბრაზის მართვა ისე, რომ არ მივაყენოთ ზიანი სხვებს.

ვიპოვოთ ჩვენი ბრაზის გამომწვევი მიზეზები და ვიზრუნოთ მის შეჩერებაზე

ჩვენ ჩვეულებრივ ერთიდაიგივე რაღაცეები გვაბრაზებს და სტრესში გვაგდებს ყოველ ჯერზე.

რა იწვევს თქვენ გაბრაზებას? როდის ხდება ეს? ჩვეულებრივ თქვენ როგორ რეაგირებთ ხოლმე?

შეაჩერეთ ის თავიდანვე. თუკი ეს ხდება მაშინ როდესაც დაღლილი ხართ, დაიძინეთ ან დაისვენეთ. თუკი ეს მაშინ ხდეაბ როდესაც მშიერი ხართ, ეცადეთ ჭამოთ. თუკი მარტოობას გრძნობთ, მიმართეთ ვინმეს მხარდაჭერისთვის.

იზრუნეთ საკუთარ თავზე. გამოსადეგი რჩევებისა და იდეებისთვის გადახედეთ ქვე თავებს "აიღეთ შესვენება" და " სტრესის მართვა"

ტვინის შემსწავლელი მეცნიერება ამტკიცებს რომ თუ თქვენ შეგიძლიათ მართოთ ბრაზი ან გააკეთოთ რაიმე პოზიტიური, თქვენ ხელს უწყობთ თქვენი შვილის ტვინის განვითარებას.
ეს ნამდვილი წარმატებაა!
შეისვენეთ

როდესაც იგრძნობთ რომ ბრაზდებით, შეისვენეთ 20 წამი დასამშვიდებლად. ჩაისუნთქეთ/ამოისუნთქეთ 5-ჯერ ნელა, მანამ სანამ ლაპარაკს ან მოძრაობას დაიწყებთ.

წადით სადმე 10 წუთით რომ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ თავზე და შეძლოთ ემოციების მართვა. თუკი გაქვთ ამის შესაძლებლობა და გაქვთ ეზო, გადით გარეთ.

თუკი ეს თქვენი პატარაა რომელიც გაუჩერებლად ტირის, უბრალოდ დააწვინეთ ზურგზე უსაფრთხოდ და ცოტათი მოშორდით. დაუძახეთ ვინმეს რომ პატარა დაამშვიდოს. შეაკითხეთ მათ ყოველ 5-10 წუთში ერთხელ.

იზრუნეთ საკუთრ თავზე

ჩვენ ყველას გვჭირდება ურთიერთობა. ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ესტუმრეთ სხვადასხვა მხარდამჭერ ვებგვერდებს ყოველ დღე.

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, ან არ მიიღოთ იგი განსაკუთრებით მაშინ , როდესაც ბავშვებს ღვიძავთ.

გაქვთ სახლში იარაღი ან რაიმე ისეთი ნივთი რომელიც შეიძლება დასარტყამად გამოიყენოთ? თუ კი, მაშინ გადამალეთ ისინი, ჩაკეტეთ სადმე ან სახლიდან უბრალოდ მოაშორეთ.

თუ კი ვერ ახერხებთ რომ თქვენი ბავშვები სახლში უსაფრთხოდ გყავდეთ, არაფერი დაშავდება თუ ისინი სხვებისგან მიიღებენ დახმარებას ან კიდევ ცოტა ხნით სადმე სხვაგან იცხოვრებენ.

COVID-19 -ის კრიზისი სამუდამო არ არის - ჩვენ ის უბრალოდ უნდა დავამარცხოთ და გადავიტანოთ ახლა...

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - როდესაც ვბრაზობთ.pdf
ოჯახური ჰარმონია სახლში

როდესაც ჩვენ ვაყალიბებთ მშვიდობიან და მოსიყვარულე ურთიერთობას, ჩვენი შვილები თავს უფრო დაცულად გრძნობენ და გრძნობენ ჩვენს სიყვარულს მათ მიმართ. პოზიტიური საუბარი, აქტიური მოსმენა და თანაგრძნობა გვეხმარება შევინარჩუნოთ მშვიდობიანი და ბედნიერი ოჯახური გარემო ასეთ სტრესულ დროში და გარემოში.

ჩვენი მაგალითი ვართ ჩვენი შვილებისთვის

თუ როგორ ვსაუბრობთ ან როგორ ვიქცევით სხვების წინაშე ძალიან დიდი გავლენა აქვს იმაზე თუ როგორ საუბრობენ და იქცევიან ისინი.

ეცადეთ თბილად ესაუბროთ ოჯახის დანარჩენ წევრებს, უფროსებს და ბავშვებს

ოჯახში უფროსებს შორის ცუდ კომუნიკაციას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ჩვენს შვილებზე

რაც უფრო მეტად ვცდილობთ ოჯახში მშვიდობიანი და მოსიყვარულე ურთიერთობების აწყობას, მით მეტად დაცულად გრძნობენ ბავშვები თავს და გრძნობენ რომ ისინი უყვართ.

ისაუბრეთ პოზიტიურად. ეს ნამდვილად მუშაობს!

უთხარით სხვებს რა გინდათ რომ მათ თქვენთვის გააკეთონ და არა ის, თუ რა არ უნდა გააკეთონ: მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა "შეწყვიტე ყვირილი", სცადეთ და გამოიყენეთ "გთხოვ, ცოტა ხმადაბლა ისაუბრე"

შექებით ადამიანს ვაგრძნობინებთ, რომ ის დაფასებულია და მისი თვითშეფასება მაღლდება. ისეთი მარტივი სიტყვები, როგორიცაა "გმადლობ სუფრის ალაგებისათვის" ან " გმადლობ, რომ ბავშვს ყურადღება მიაქციე" დიდი ცვლილებების გამოწვევა შეიძლია.

ოჯახმა ერთად შეასრულეთ სასიამოვნო სამუშაო

ოჯახის თითოეულ წევრს მიეცით საშუალება რიგ-რიგობით ამოირჩიონ შემდეგი დღის აქტივობა რომელშიც მთელი ოჯახი მიიღებს მოაწილეობას.

მოიძიეთ სხვადასხვა გზები რათა დრო ხარისხიანად გაატაროთ თქვენ პარტნიორთან და აგრეთვე ოჯახის სხვა უფროს წევრებთან ერთად!

იყავით ყურადღებიანი, აქტიური მსმენელი

მოუსმინეთ სხვებს როდესაც ისინი თქვენ გესაუბრებიან

იყავით ღია და აჩვენეთ მათ, რომ თქვენ კარგად გესმით თუ რას ამბობენ ისინი

საკმაოდ ეფექტურია თუკი პასუხის გაცემამდე, შეჯამების სახით, თქვენს წინადადებას დაიწყებთ ფრაზით "როგორც გავიგე თქვენ ამბობთ, რომ..."

გაუნაწილეთ სხვებს შრომა

ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების მოვლა და მათზე ზრუნვა საკმაოდ რთულია, მაგრამ გაცილებით იოლია როდესაც პასუხისმგებლობები გადანაწილებულია.

შეეცადეთ, ოჯახის წევრებს შორის თანაბრად გაანაწილოთ საყოფაცხოვრებო სამუშაოები, ბავშვების მოვლა და სხვა საქმეები.

შეადგინეთ საქმიანობების და შესვენებების გრაფიკი ოჯახის სხვა უფროს წევრებთან ერთად.

თუკი დაიღალეთ, ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, ნორმალურია თუ სხვას სთხოვთ დახმარებას რათა ცოტა დაისვენოთ.

სტრესს განიცდით ან გაბრაზებული ხართ?

მიეცით საკუთარ თავს 10 წამიანი შესვენების უფლება. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნელ-ნელა 5-ჯერ. შემდეგ კი შეეცადეთ უფრო მშვიდად მოიქცეთ. მილიონობით მშობელი ამბობს რომ ეს ძალიან შველის.

დადეთ "ზავი" ცოტა ხნით თუკი ხედავთ რომ კამათი ოჯახში უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იძენს და გადით სხვა ოთახში, ან სახლის გარეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ.

გადახედეთ რჩევებს რომლებიც მოცემულია პარაგრაფებში "როდესაც გაბრაზებული ვართ" და ასევე "დამშვიდდით და მართეთ სტრესი".

დაკლიკეთ აქ საჭირო წყაროების და მხარდაჭერის მოსაძიებლად თუკი ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - ოჯახური ჰარმონია სახლში.pdf
მშობლობა ხალხმრავალ სახლებში და თემებში

თქვენი ოჯახის #COVID19-ისგან დაცვა და მათი ჯანმრთელობის შენაჩუნება უფრო რთულადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ, თუკი თქვენს ოჯახში ბევრი ხალხია. მაგრამ არსებობს რაღაც წესები რომელთა გათვალისწინების შემდეგ მდგომარეობა ოჯახში ნამდვილად შეგიმსუბუქდებათ.

დარჩით სადაც ხართ

მაქსიმალურად ეცადეთ შეზღუდოთ თქვენი ოჯახის წევრების სახლის გარეთ გასვლები.

დაეხმარეთ თქვენს შვილებს ივარჯიშონ ფიზიკური დისტანციის დაცვაში

აუხსენით თქვენს შვილებს, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება აკისრიათ - საკუთარი და მათ გარშემო ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ხოლო ამას შეძლებენ დროებითი, ფიზიკური დისტანციის დაცვით.

გამოავლინეთ ცოტა მეტი პოზიტიური ყურადღება ბავშვების მიმართ, თუკი ისინი ეცდებიან გაივარჯიშონ ფიზიკური დისტანციის დაცვა.

გადააქციეთ ხელების დაბანა და პირადი ჰიგიენა გართობად!

საპნის და წყლის მოძებნა რთული არ უნდა იყოს, მაგრამ ჰიგიენური ნორმების სწორად დაცვა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე

ეცადეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებმა რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელები

ნება მიეცით თქვენს შვილებს ერთმანეთს ასწავლონ ხელების სწორად დაბანა

ხშირად შეახსენეთ ბავშვებს რომ არ შეეხონ ხელებით სახეს

გაანაწილეთ შრომა

ბავშვებზე და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვა ძალიან მცირე საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში რთულია, მაგრამ ეს გაცილებით იოლი გახდება თუკი შრომას გაანაწილებთ ოჯახის სხვა წევრებს შორის.

შეეცადეთ, ოჯახის წევრებს შორის თანაბრად გაანაწილოთ საყოფაცხოვრებო სამუშაოები, ბავშვების მოვლა და სხვა საქმეები.

შეადგინეთ საქმიანობების და შესვენებების გრაფიკი ოჯახის სხვა უფროს წევრებთან ერთად.

თუკი დაიღალეთ ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, ნორმალურია თუ სხვას სთხოვთ დახმარებას რათა ცოტა დაისვენოთ.

ივარჯიშეთ ყოველდღე

წაახალისეთ ბავშვები იფიქრონ ისეთი სახის აქტივობებზე რომლებიც ამავდროულად დაეხმარება მათ ვარჯიშში და ამით ისინი თავიდან აირიდებენ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს სახლში არ ცხოვრობენ.

ხტუნაობა, ცეკვა ან წრეზე სირბილი სახალისო იქნება!

შეისვენეთ

შესაძლოა თქვენ არ გქონდეთ საჭირო სივრცე საკუთარი თავისთვის მთელ ამ სტრესსა და იმ ემოციებთან გასამკლავებლად, რომლებსაც განიცდით.

დააკვირდით საკუთარ თავს და როდესაც იგრძნობთ რომ სტრესის ქვეშ მოექეცით ან განაწყენდით, შეისვენეთ.... თუნდაც სამჯერ ღრმად ჩასუნთქვა/ამოსუნთქვამ შესაძლოა საკმაო შვება მოგგვაროთ!

ყოჩაღ! მილიონობით ოჯახი აღიარებს რომ ეს მათთვის ძალიან დამხმარეა.

განაგრძეთ 1-6 -ში მოცემული რჩევების გათვალისწინება

იყავით პოზიტიურები, არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი დღის განრიგს მიჰყვებით თუ თქვენს შვილთან ერთად ერთი-ერთზე ატარებთ დროს, ეს დაგეხმარებათ მართოთ თქვენი შვილის ქცევები და საკუთარი გრძნობები.

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - ხალხმრავალ სახლებში.pdf
თამაშით სწავლა

მილიონობით ბავშვისთვის დაიხურა სკოლა რამაც ისინი საკუთარ სახლებში იზოლაციაში მოაქცია. ეს რჩევა შეეხება სწავლის პროცესს თამაშის მეშვეობით - რაღაც რაც შესაძლოა გასართობიც კი იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის!

თამაშის სახეობები

არსებობს უამრავი მრავალსახეობა თამაშისა რომელიც ერთდროულად შეიძლება იყოს გასართობიც და საგანმანათლებლოც.

ენა, რიცხვები, საგნები, დრამა და მუსიკალური თამაშები ბავშვებს აძლევენ შესაძლებლობას ისწავლონ და ამავდროულად გამოხატონ საკუთარი თავი უსაფრთხოდ და ხალისიანად.

მოძრაობითი თამაშები

დადგით ცეკვები თქვენი შვილების საყვარელ სიმღერებზე. ერთი ადამიანი აჩვენებს სხვებს ცეკვის მოძრაობებს, დანაჩენები იმეორებენ, შემდეგ ყველა რიგ-რიგობით ირგებს წამყვანის როლს.

"გამოწვევა" მდგომარეობს შემდეგში- ვინ უფრო მეტჯერ შეეხება ფეხის თითებს - ეს არის ვარჯიში ადგილზე ხტომით და პერიოდულად წელში მოხრით ფეხის თითებზე შეხებით.

ერთმანეთის " სარკისებური მიბაძვა" - სახის გამომეტყველებაში, მოძრაობებში, ვოკალიზაციაში. ერთი ადამიანი, რომელიც არის წამყვანი, იწყებს, ხოლო დანარჩენები იმეორებენ. შეგიძლიათ სცადოთ წამყვანის გარეშეც!

ცეკვა "Freeze": ჩართეთ მუსიკა ან ვინმე იწყებს სიმღერას და შემდეგ ყველა იწყებს ცეკვას. როდესაც მუსიკა ჩერდება, ყველა უნდა "გაიყინოს" ადგილზე. ბოლო ადამიანი რომელიც ვერ მოასწრებს გაჩერებას მუსიკის შეწყვეტისთანავე, ტოვებს თამაშს და ხდება თამაშის მეორე რაუნდის მსაჯი.

ცხოველების ცეკვა: ყველაფერს აკეთებთ იგივენაირად როგორც ზემოთ მოცემულ თამაშში, მხოლოდ ერთი განსხვავებით: როდესაც მუსიკა ჩერდება, თქვენ დაიყვირებთ რომელიმე ცხოველის სახელს და ყველა მოთამაშე ვალდებულია "გადაიქცეს" ამ ცხოველად.

ისტორიების მოყოლა

მოუყევით თქვენს შვილებს რაიმე ისტორია თქვენი საკუთარი ბავშვობიდან

სთხოვეთ თქვენს შვილებს მოგიყვნენ რაიმე ამბავი

შეთხზეთ ახალი ისტორია ერთად, რომელიც დაიწყება ასე: "იყო და არა იყო რა..." თან ყოველი მოთამაშე ამატებს ახალ წინადადებას ამ ისტორიას როდესაც მისი ჯერი მოვა.

გაითამაშეთ თქვენი საყვარელი ისტორია ან ფილმი - ამ დროს უფროს შვილებს შეუძლიათ ასწავლონ უმცროსებს.

შეცვალეთ ნივთები!

ყოველდღიური საოჯახო ნივთები, როგორიცაა ცოცხი, იატაკის საწმენდი ტილო, და ა.შ. გამოგადგებად თამაშებისთვის.

მოათავსეთ ნივთი ოთახის შუაგულში და იმ შემთხვევაში თუკი ვინმეს გაუჩნდება იდეა, გამოდის და აჩვენებს დანარჩენებს თუ რა შეიძლება იყოს ეს საგანი

მაგალითად: ცოცხი შეიძლება გადაიქცეს ცხენად ან მიკოროფონად ან გიტარადაც კი!

მეხსიერების თამაში

ამ თამაშის დაწყებისას პირველი მოთამაშე ამბობს: "როდესაც კოვიდ 19 -ის კარანტინი დამთავრდება, ვაპირებ.... (მაგ: წავიდე პარკში...)"

მეორე მოთამაშე აგრძელებს პირველის მიერ დაწყებულ ფრაზას საკუთარი წინადადებით "როდესაც კოვიდ 19 -ის კარანტინი დამთავრდება, ვაპირებ წავიდე პარკში და ვესტუმრო ჩემს საუკეთესო მეგობარს)"

თამაშის ყოველი მონაწილე უკვე გამოთქმულ წინადადებებს ამატებს საკუთარ, სახალისო იდეას, თუ რას გააკეთებს როდესაც კარანტინი დამთავრდება

სიმღერა

შვილისთვის სიმღერების მღერა ეხმარება ენის განვითარებას.

დაუკარით ან წაიმღერეთ რაიმე სიმღერა და ის ვინც პირველი მას გამოიცნობს გახდება თამაშის შემდეგი წამყვანი

შეთხზეთ სიმღერა მაგალითად ხელის დაბანაზე ან ფიზიკურ დისტანციაზე, შემდეგ დაუმატეთ ცეკვის ელემენტებიც!

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - თამაშით სწავლა.pdf
დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ბავშვების და მოზარდების უმეტესობა ახლა უამრავ დროს ატარებს ონლაინ სივრცეში. სხვებთან კავშირში ყოფნა მათ ეხმარება შეამცირონ ის უარყოფითი გავლენა, რაც COVID-19-მა იქონია მათზე და მეტი ხალისით განაგრძობენ ცხოვრებას... მაგრამ ეს რათქმაუნდა შეიცავს რისკებს და საფრთხეებს.

რისკები ონლაინ სივრცეში
  • ზრდასრული ადამიანები რომელთა სამიზნეს წარმოადგენენ ბავშვები სექსუალური მიზნებისთვის და ამისთვის იყენებენ სოციალურ მედიას, სხვადასხვა ონლაინ თამაშებს და სასაუბრო პლატფორმებს.
  • საზიანო შინაარსი - ძალადობა, ქალთმოძულეობა, ქსენოფობია, თვითმკვლელობის სტიმულირება და თვითდაზიანება, დეზინფორმაცია, და ა.შ.
  • მოზარდები რომლებიც აზიარებენ საკუთარ პერსონალურ ინფორმაციას და სექსუალურ ფოტოებს ან ვიდეოებს.
  • კიბერბულინგი სხვა მოზარდების ან უცნობების მხრიდან
ტექნიკური საშუალებები რომლებიც დაიცავს თქვენი შვილების უსაფრთხოებას ონლაინ რეჟიმში

კომპიუტერში გაააქტიურეთ "parental controls" (მშობლის კონტროლი) ღილაკი.

გაააქტიურეთ "SafeSearch" ღილაკი თქვენს ბრაუზერში

დააყენეთ კონფიდენციალურობის მკაცრი პარამეტრები ონლაინ პროგრამებსა და თამაშებზე

დახურული იქონიეთ ვებკამერა როდესაც მას არ იყენებთ

გამოიმუშავეთ ჯანსაღი და უსაფრთხო ონლაინ ჩვევები

თქვენ ბავშვებთან/მოზარდებთან ერთად შექმენით კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენების სწორი წესები

გამოყავით სპეციალური/კონკრეტული დრო და ადგილები თქვენს სახლში სადაც, და როდესაც, იქნებით კომპიუტერული მოწყობილობების გარეშე (ჭამა, ძილი, თამაში, სკოლის დავალებების შესრულება, და ა.შ).

დაეხმარეთ თქვენს შვილებს ისწავლონ თუ როგორ დაიცვან საკუთარი პერსონალური ინფორმაცია, განსაკუთრებით კი უცნობებისგან - ზოგიერთი ადამიანი არ არის ის, ვისადაც თავს ასაღებს!

შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ რაც ხდება ონლაინ სივრცეში, რჩება ონლაინ სივრცეში (მესიჯები, ფოტოები და ვიდოები)

იყავით თქვენი შვილის გვერდით როდესაც ის ონლაინ სივრცეშია

ერთად დაათვალიერეთ ვებგვერდები, სოციალური მედია, თამაშები და აპლიკაციები

ესაუბრეთ თქვენ თინეიჯერ შვილს თუ როგორ მოიქცეს თუკი ონლაინ სივრცეში შეუსაბამო კონტენტს გადააწყდება (იხილეთ ქვემოთ)

Common Sense Media-ს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის წარმოდგენილი აქვს შესანიშნავი რჩევები აპლიკაციების, თამაშების და გასართობი საქმიანობების შესახებ.

დაიცავით თქვენი შვილები გულღია საუბრებით

უთხარით თქვენს შვილებს, რომ თუკი ისინი ონლაინ სივრცეში გადააწყდებიან რაიმე ისეთს, რაც მათ განაწყენებას, დისკომფორტს ან შეშინებას გამოიწვევს, შეუძლიათ თქვენ გითხრათ ამის შესახებ და თქვენ არ გაბრაზდებით და არ დასჯით მათ.

იყავით ფხიზლად და არ გამოგრჩეთ დისტრესის ნიშნები. დააკვირდით თქვენს შვილს, ხომ არ არის გადაღლილი, იმედ გაცრუებული ან პირიქით ზედმეტად მიჯაჭვული ონლაინ აქტივობებზე.

გახადეთ თქვენი ურთიერთობა უფრო სანდო და საუბარი ყოველთვის დაიწყეთ პოზიტიური მხარდაჭერის და წახალისების გამოხატვით.

გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და თითოეული მათგანი შესაძლოა იყენებდეს კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხებს. დაუთმეთ საკმარისი დრო იმას, რომ თქვენი მესიჯი თქვენი ბავშვის საჭიროებებს მოარგოთ. მაგალითად, ბავშვები ,რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ სწავლის თვალსაზრისით შესაძლოა საჭიროებდნენ ინფორმაციის მიწოდება მარტივი სახით.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია კოლეგებს, მეგობრებს და ოჯახის სხვა წევრებს /გაავრცელეთ სიტყვა/ დაიცავით ბავშვები ონლაინ სივრცეში!

შეატყობინეთ ბავშვებზე ონლაინ ძალადობის შესახებ ყველას!

ბავშვთ დახმარების ცხელი ხაზი

INHOPE -ცხელი ხაზი

IWF პორტალები

უსაფრთხოების ბროშურები

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - ბავშვების უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში.pdf
ოჯახის ბიუჯეტის შედგენა ფინანსური კრიზისის დროს

COVID19-ის პერიოდში მილიონობით ადამიანი განიცდის სტრესს ფულთან დაკავშირებით. ასეთმა სტრესმა კი შესაძლოა ძალა გამოგვაცალოს, გაგვაბრაზოს და გაგვანადგუროს. ბავშვები ან მოზარდების მოთხოვნებმა შესაძლოა კამათამდე და უთანხმოებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ რომ შევძლოთ ფინანსური სტრესისთვის თავის დაღწევა.

ჩართეთ ბავშვები და მოზარდები ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში

ბიუჯეტი არის ის, თუ როგორ გადავწყვიტავთ საკუთარი ფულის დახარჯვას, თუნდაც სტრესული პერიოდის განმავლობაში.

ბიუჯეტის ერთობლივად შედგენა ეხმარება ბავშვებს იმის გაგებაში, რომ ჩვენ ყველას გვიწევს მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება ცხოვრების რთულ პერიოდში.

ის აგრეთვე ეხმარება ოჯახებს საკუთარი ფინანსები გაანაწილონ ისე რომ ნაკლები თანხების სესხება მოუწიოთ თვის ბოლოს.

გაარკვიეთ, შეგიძლიათ იქონიოთ თუ არა ვინმეს დახმარების იმედი.

შესაძლოა თქვენმა მთავრობამ გამოყოს დახმარება ოჯახებზე ფულის ან საკვების სახით COVID-19-ის პერიოდში.

გაიკითხეთ თუ თქვენს გარშემო გასცემენ რაიმე სახის დახმარებას.

რას ვხარჯავთ ახლა?

აიღეთ ქაღალდის ფურცელი (ძველი გაზეთი ან მუყაოს ყუთი) და კალამი

დახატეთ სურათები იმ ნივთებისა რაზეც თქვენ და თქვენი ოჯახი ყოველთვიურად ხარჯავთ ფულს.

დახატულ სურათებს გვერდით მიუწერეთ ფასი / ღირებულება

შეკრიბეთ და დაითვალეთ რამდენი ფული გაქვთ სახარჯოდ ყოველ თვე?

ისაუბრეთ საჭიროებებზე და სურვილებზე

საჭიროებები: რომელი ნივთებია მნიშვნელოვანი ან ძალზედ აუცილებელი თქვენი ოჯახისთვის რომ გადარჩეს? (მაგალითად: საკვები, საპონი ხელის დასაბანად, ავადმყოფი ან შშმ ოჯახის წევრების საჭიროებები)

სურვილები: რომელია ის ნივთები რომელიც ძალიან კარგია თუ გექნებათ მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა?

განიხილეთ თქვენს შვილებთან ერთად მოცემულთაგან რომელ ნივთზე აჯობებს ნაკლები ფულის დახარჯვა

შეადგინეთ თქვენი საკუთარი ბიუჯეტი

აიღეთ პატარა ჩანთა და ჩაყარეთ მასში ბევრი ქვები ან რაიმე მსგავსი. ეს თქვენი ფულია, მთელი თვის სამყოფი ფული.

როგორც ოჯახი, გადაწყვიტეთ რაზე რამდენს დახარჯავთ და თითოეული ქვა დაალაგეთ შესაბამის სურათზე.

თუკი შეძლებთ რომ ამ ქვებიდან სულ მცირე რაოდენობა მაინც გადადოთ მომავალისთვის, ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის- ეს შესანიშნავი იქნება.

ყოჩაღ! ეს რჩევები ძალიან დაეხმარა მილიონობით ოჯახებს.

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - ოჯახური ბიუჯეტი ფინანსური კრიზისის დროს.pdf
საუბრები COVID 19-ის შესახებ

გამოხატეთ საუბრის სურვილი. მათ უკვე გაიგეს რაღაც. გასაიდუმლოება ან სიჩუმე არ დაიცავს ბავშვებს. ღიაობა და გამბედაობა კი პირიქით- დაიცავს. იფიქრეთ, როგორი ფორმით შეძლებენ უკეთ გაგებას. თქვენ იცნობთ მათ ყველაზე უკეთ!

იყავით გულახდილი და მოუსმინეთ

მიეცით ბავშვს საშუალება ისაუბროს თავისუფლად. ესაუბრეთ გულახდილად და გამოიკვლით თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ დროისთვის.

იყავით გაბედული

ყოველთვის უპასუხეთ მათ შეკითხვებს გაბედულად. იფიქრეთ რამდენი წლისაა თქვენი შვილი და ასაკის გათვალისწინებით რისი გაგება შეუძლია.

იყავით მხარდამჭერი

ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს შიში და იყოს დაბნეული. მიეცით მათ შესალებლობა გამოხატონ წუხილი და აგრძნობინეთ, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ.

ბუნებრივია, თქვენ შეიძლება არ გქონდეთ პასუხი ყველა შეკითხვაზე

დასაშვებია უპასუხოთ " ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვცდილობთ გავიგოთ; ან "არ ვიცით, მაგრამ ასე ვფიქრობთ". გამოიყენეთ ეს როგორც შესაძლებლობა ისწავლოთ ახალი რამ ბავშვისგან.

გმირები და არა მჩაგვრელები

აუხსენით რომ ვირუსი არავის ჰგავს, არ ვიცით მისი წარმოშობის ადგილი ან რა ენაზე საუბრობს. უთხარით ბავშვებს რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ თანაგრძნობა მათ მიმართ ვინც არის ავად და ასევე მათ მიმართაც, ვინც უვლის სნეულ ადამიანს. მოიძიეთ ისტორიები იმ ხალხზე ვინც დაუსვენებლად მუშაობს ვირუსის შესაჩერებლად და ზრუნავს ადამიანებზე.

უამრავი რამ ხდება ირგვლივ

შესაძლოა ზოგი რამ არ იყოს სიმართლე. გამოიყენეთ სანდო წყაროები: WHO & UNICEF

დაასრულეთ პოზიტიურად

შეამოწმეთ, ბავშვი ხომ გრძნობს თავს კარგად. შეახსენეთ მათ რომ ზრუნავთ და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გესაუბროთ. შემდეგ ისევ გაერთეთ ერთად!

ჩამოსატვირთი ფლაერი იხილეთ ქვემოთ
COVID19 მშობლობა - საუბრები კოვიდზე.pdf