ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამების ადვოკატირება
პარტნიორი: Save the Children Georgia
პროექტის მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ადრეული განვითარების მნიშვნელოვნების და პროგრამის ხელშეწყობის მეთოდების შესახებ. კონკრეტულად: დაინტერესებული მხარეების ინფორმირება ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობის და შესაბამისი პროგრამების განვითარების შესახებ; მშობლების ცნობიერების ამაღლება ბავშვის განვითარების პოზიტიური მშობლობის შესახებ და ამ მხრივ მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება; ბავშვის განვითარების შესახებ საინფორმაციო ელექტრონული პორტალებისა და პროფესიული მასალის შექმნა.
პროექტის განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2020 წელი - სექტემბერი, 2021 წელი.