ადვოკატირების სტრატეგია

ადვოკატირების სტრატეგია
მიზანი 

კოალიციის ადვოკატირების სტრატეგიის მიზანია, ბავშვთა ადრეული განვითარებისა და ოჯახის მხარდაჭერის სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესება კოალიციის აქტიური მონაწილეობით. 



ადვოკატირების გეგმის სტრატეგიული პრიორიტეტები

სტრატეგიული პრიორიტეტი 1: ბავშვისა და ოჯახის ადრეული მხარდაჭერის სისტემისა და შესაბამისი სერვისების გაუმჯობესება ეროვნულ დონეზე. 

აღნიშნული პრიორიტეტი შესაბამისობაშია: (ა) ადრეული განვითარების საერთაშორისო პრინციპებთან, ადამიანის/ბავშვთა უფლებების ნორმებთან; (ბ) ითვალისწინებს სისტემის ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას; (გ) ხელს უწყობს დროულ, მიზნობრივ, ბავშვის და ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული თანმიმდევრული/კოორდინირებული/მაღალი-ხარისხის სერვისების განვითარებას/დანერგვას/განხორციელებას/მონიტორინგს/სისტემურ გადახედვას და დახვეწას.

სტრატეგიული პრიორიტეტი 2: ქმედითი რეფერალის და ტრანზიციის სისტემების გამართვა და მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სისტემათა შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გზით.

სტრატეგიული პრიორიტეტი 3: ქვეყნის მასშტაბით ბავშვისა და ოჯახის ადრეული მხარდაჭერის პროგრამების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო/ აკადემიური სტანდარტებისა და რეგულაციების სისტემის შემუშავებისა და პროფესიული კადრის მომზადების გზით. 

 

ადვოკატირების სტრატეგიის ამოცანები 2020-22 წ.წ.

ამოცანა 1. ადრეული ასაკის ბავშვებში განვითარების შეფერხების და ამ მხრივ არსებული რისკების პრევენცია; განვითარების შეფერხების ადრეული გამოვლენა, ზედამხედველობის თანამედროვე სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ამოცანა 2. ადრეული ინტერვენციის, ბავშვისა და ოჯახის ადრეული მხარდაჭერის მიზნობრივი სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით. 

ამოცანა 3. სკოლამდელი ასაკის  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის  შესაბამისი მომსახურებების განსაზღვრა და მიწოდების ხელშეწყობა.

ამოცანა 4. ბავშვის ადრეული განვითარებისა და ამ მხრივ ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ამოცანა 5. საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრის მომზადება და ამ სფეროში უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა.