„ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება, სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობით“
დონორი - აშშ-ს საელჩო საქართველოში, დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა
მიზანი: 1) ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამასა და შესაბამის სოციალურ სერვისებში ჩართულობით; 2) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გაძლიერება ბავშვთა ადრეული განვითარების და ბავშვის კეთილდღეობის სისტემური საკითხების კუთხით 7 მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისში, რუსთავში, გარდაბანში, ახალციხეში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში.
პროექტის შედეგად ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისები ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მშობლიურ: სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.