მშობლებისთვის

მშობლისა და ბავშვის  პოზიტიური ურთიერთობის ძალა

სახელმძღვანელო პრინციპები ადრეული ასაკის ბავშვების მშობლებისთვის

 

ბავშვის სრული პოტენციალის განვითარების საფუძველი მოსიყვარულე და მზრუნველი ურთიერთობებია.

ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა განსაზღვრავს ბავშვის ხედვას სამყაროს მიმართ, რაც გავლენას ახდენს მის განვითარებასა და მომავალ ცხოვრებაზე.

ზრუნვით აღსავსე ურთიერთობები ბავშვს საშუალებას აძლევს, გამოხატოს საკუთარი თავი (ტირილით, სიცილით, კითხვების დასმით) და  მიიღოს შესაბამისი პასუხი (ღიმილი, თვალით კონტაქტი, შეხება, ჩახუტება, კითხვებზე პასუხები...). გარემოდან „საპასუხოდ მიღებული რეაქციები“, გამოხატული შესაბამისი ხმის ტემბრითა და სახის გამომეტყველებით, ბავშვს აძლევს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას სამყაროს შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედოს გარემოში, სადაც ცხოვრობს: როგორ იფიქროს, გაიგოს,  დაამყაროს ურთიერთობა, მოიქცეს, აჩვენოს ემოციები და განვითარდეს სოციალურად.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლები ვფლობდეთ ინფორმაციას  იმის შესახებ, თუ როგორ გამოხატავს ბავშვი საკუთარ საჭიროებებს ჩვილობის ასაკიდანვე და როგორ  ვუპასუხოთ მისი კომუნიკაციის ყოველ მცდელობას: ტირილს, ღუღუნს, სიცილსა თუ წუწუნს...

ნაზი, თბილი და სიყვარულით სავსე რეაქციებით, ხშირი ჩახუტებით, თბილი ხმით ან თუნდაც ღიმილით  ეხმარებით ბავშვს თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად. უსაფრთხო გარემოში კი,  ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა დააკვირდეს სამყაროს, შეისწავლოს, აღმოაჩინოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები, გადაჭრას პრობლემები, ვინაიდან მან იცის, რომ თქვენ გვერდით ხართ და მხარს დაუჭერთ, დაეხმარებით, გაამხნევებთ, წაახალისებთ, გაუზიარებთ ახალ გამოცდილებას. 

სწორედ პოზიტიური ემოციური კავშირი თქვენსა და ბავშვს შორის, რომელსაც თან ახლავს დაცულობის გრძნობა, არის სანდო მიჯაჭვულობა, რისი ჩამოყალიბებისთვისაც მნიშვნელოვანია, იყოთ დაკვირვებული მშობელი, დროულად გამოხატოთ დახმარების მზაობა და ინტერესი; იყოთ  მგრძნობიარენი ბავშვთან ურთიერთობაში კვების, ბანაობის თუ თამაშისას და ამ გზით,  მის თვალებში წაიკითხავთ  და ადვილად განჭვრეტთ მისი ქცევის მოტივს.

გახსოვდეთ, თქვენი შვილის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები   იწყება თქვენგან!

 

ჰოლისტური განვითარება - ბავშვის განვითარების თანამედროვე  მიდგომა

ადრეულ ასაკში ბავშვის განვითრების და ფსიქო–ემოციური კეთილდღეობის გასაღები არის ბავშვის მრავალმხრივი, იგივე ჰოლისტური განვითარება, რაც გულისხმობს ფიზიკური, ემოციური, შემეცნებითი, სოციალური უნარების ერთობლივ, ჰარმონიულ განვითარებას.

ბავშვის ჰოლისტური განვითარება, განსხვავებით ტრადიციული მიდგომისაგან, სადაც ძირითადი ყურადღება მხოლოდ ერთ სფეროზე, მაგალითად აკადემიურ  და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მახვილდებოდა, არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე (როგორც მის ინტელექტუალურ,  თუ ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ასევე ინტერესებზე, ტემპერამენტზე, ემოციურ მდგომარეობაზე...) და მის გარემოზე (როგორც ფიზიკურზე, ასევე სოციალურზე).

ჰოლისტური განვითარება უკავშირდება ბავშვის  ბუნებრივ გარემოს და ყოველდღიურ რუტინულ სიტუაციებს, სადაც ბავშვი ვითარდება ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების, სოციალური აქტივობების და აქტიური სწავლების მეშვეობით.

თუ იქნებით ინფორმირებული მშობელი, მაშასადამე, მზად იქნებით, რომ ყოველი დღე და წუთი აქციოთ ბავშვის განვითარების შესაძლებლობად და ამავდროულად გქონდეთ შვილთან ჯანსაღი ემოციური კავშირი.

თუ, ქვემოთ მოყვანილი სფეროების მიხედვით, ასაკის, შესაძლებლობების და ინტერესების შესაბამისად, წაახალისებთ ბავშვს ჩაერთოს სხვადასხვა სახალისო აქტივობებში, ამით ხელს შეუწყობთ მის განვითარებას:

  • ფიზიკური განვითარებისთვის წაახალისეთ ისეთი აქტივობები, რომელიც მოიცავს ჩვილის ხელში აყვანას და ჩახუტებას, რწევას, მუცელზე დაგორებას, უსაფრთხო გარემოში იატაკზე ჯდომასა და ხოხვას,  აძრომა–ჩამოძრომას, კოტრიალს, ხტუნვას, სირბილს, ველოსიპედის ან სკუტერის გამოყენებას, მიწის თხრას, ქვიშით, „პლასტელინით“, მოზაიკით, კუბებით სხვადასხვა თამაშებს...
  • სოციალურ განვითარებისთვის, იდეალურია ბუნებრივი გარემო, სადაც ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა, ერთი მხრივ, ნახოს, თუ როგორ ურთიერთობენ და ამყარებენ კომუნიკაციას უფროსები ერთმანეთთან და პატარებთან, და მეორე მხრივშესაძლებლობა ეძლევა, თავად დაამყაროს ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან.
  • ბავშვთან თამაშისას, თუ მასთან ურთიერთობის ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, გამოავლინეთ და აჩვენეთ ბავშვს ისეთი უნარები როგორიცაა გაზიარება, რიგის დაცვა, დახმარების თხოვნა ან შეთავაზება, მადლიერების გამოხატვა...  
  • ემოციურ განვითარებას ასევე ძალიან უწყობს ხელს გამოცდილების ბუნებრივად მიღება სახლში და საზოგადოებაში, სადაც ბავშვი ხედავს და სწავლობს სხვისი ემოციების, გრძნობების გაგებას, თანაგრძნობას და ასევე თავად ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს თუ რას გრძნობს  და განიცდის.
  • უპირველესად, მნიშვნელოვანია, თავად თქვენ გრძობდეთ კარგად, რას განიცდის ბავშვი სხვადასხვა სიტუაციაში, იყოთ ყურადღებიანები და ემპათიური მის მიმართ;
  • მისცეთ შესაძლებლობა გამოხატოს ემოციები, გაიაზროს და თქვას, რას გრძნობს როცა სწყინს, ბრაზობსსტკივა თუ უხარია, მაგალითად: როცა ბავშვს სხვისი სათამაშო უნდა და ტირილით ან კივილით გამოხატავს საკუთარ სურვილს, თქვენ მისი ემოციები უნდა გაახმოვანოთ: „გეწყინა (ან გაბრაზდი) სათამაშო რომ არ გათხოვეს?“;
  • თავად იყავით მაგალითი და ესაუბრეთ თქვენს ემოციებზე, თუ რას გრძნობთ ხოლმე სხვადასხვა სიტუაციებში, მაგალითად, უთხარით შესაბამისი სახის  გამომეტყველებით და ხმის ინტონაციით  როგორ გამიხარდა, რომ მათხოვე“, „როგორ გამიხარდა ჩემი ყვავილი რომ გაიფურჩქნა... ან როგორ მეწყინა, ჩემი საყვარელი ჭიქა რომ გატყდა...“;
  • იგივე შესაძლებელია სხვადასხვა წიგნების კითხვისას და ამბების, თუნდაც საკუთარი ისტორიების მოყოლის დროს. წიგნში წაკითხული ამ მოყოლილი ამბების მაგალითზე, ბავშვთან ერთად იმსჯელეთრა ემოცია შეიძლება განიცადონ ადამიანებმა სხვადასხვა სიტუაციებში.
  • სამომავლოდ მსგავსი გამოცდილება ბავშვს დაეხმარება ეფექტურად გაუმკლავდეს სირთულეებს ურთიერთობებში.
  • ინტელექტუალურ განვითარების ხელშესაწყობად, და  შემოქმედებითობის გასავითარებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა სხვადასხვა ტიპის საბავშვო თამაშები, რომლითაც ბავშვი სწავლობს იმიტაციას, მიზეზშედეგობრივ კავშირებსპრობლემების გადაჭრას, მეტყველებას, ლოგიკურ მსჯელობას, უმდიდრდება ლექსიკური მარაგი, ინტერესები... ასეთია: სოციალური თამაშები - „ჭიტა, წიპა, წიპა“, „აფრინდააფრინდა, წეროები და სხვა, სამაგიდო თამაშები - სხვადასხვა სახის ლოტო თუ ფაზლი, კონსტრუქციული თამაშები - კუბები, ლეგოები და სხვა, ფიზიკური აქტივობები - „კლასობანა,   „მგელობანა“, „დახუჭობანადა სხვა, სიმბოლური, ვითომ-ვითომ თამაშები - სახლობანა, მაღაზიობანა და .. ვრცლად, იხ. თამაში. 

ზემოთ აღწერილი უნარები ჰოლისტური განვითარების ხელშემწყობ გარემოში ვლინდება. ჰოლისტური აქტივობების დაგეგმვის დროს უნდა მოიცვათ  ყველა ზემოთ აღწერილი სფერო, რაც ერთი შეხედვით, თითქოს, რთულია მოსაფიქრებლად, მაგრამ რეალურად, უამრავი აქტივობა ბუნებრივად მოიცავს თითოეულ მათგანს.

 

ეფექტური ჰოლისტური აქტივობები

ეფექტური ჰოლისტური აქტივობები ბუნებრივი, ოჯახური, ყოველდღიური სოციალური აქტივობებია, რომლებიც თავისთავად ერთდროულად უწყობს ხელს ყველა ზემოთჩამოთვლილ სფეროს განვითარებას და არ საჭიროებს ოჯახისგან ზედმეტ ძალისხმევას და განსაკუთრებული დროის გამოყოფას, მაგალითად:

  • ოჯახურო პიკნიკი, ან უბრალოდ პარკში სეირნობა, მხოლოდ „ბუნებაში დასვენება“ კი არ არის, არამედ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობათა რეპერტუარია. თამაშები ბუნებაში და ურთიერთობა ოჯახის წევრებთან ბავშვისთვის კოგნიტური, ფიზიკური და სოციალურ–ემოციური განვითარების შესაძლებლობაა, რაც სწორედ ჰოლისტურ განვითარებას წარმოდგენს.

  • კვების, ბანაობის, ჩაცმა–გახდის პროცესიც კი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ, აქციოთ ბავშვისთვის საინტერესო აქტივობებად  და გამოიყენოთ როგორც განვითარების შესაძლებლობა. მაგალითად: მიაღებინეთ ბავშვს მონაწილეობა საჭმლის მომზადებაში, დაიხმარეთ სუფრის გაშლაში, დასვით მაგიდასთან საყვარელი დათუნია, აბანავეთ თოჯინა, ან რომელიმე საყვარელი ცხოველი,  თავად შეაგროვებინეთ ბავშვს გასარეცხი ტანისამოსი, ან დააკეცინეთ, კარადაში ჩაალაგებინეთ და ა.შ. რაც მთავარია, აჩვენეთ რომ ამით ძალიან მოხიბლული ხართ და მასთან ერთად გიხარიათ...

  • და, რაღა თქმა უნდა,   თამაში - ბავშვის აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის თამაშებში (სენსორულ, ფიზიკურ, კონსტრუქციულ თუ სოციალურ თამაშებში) დღემდე ითვლება დასწავლის საუკეთესო ფორმად.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ აქტივობის ან თამაშის შერჩევა, მნიშვნელოვანია, პროცესიც - რამდენად ჩართული ხართ თამაშში  ბავშვთან ერთად, რამდენად არის თამაში ინტერაქციული და ემოციებით დატვირთული, რამდენად იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ადრეულ ასაკში), რომ ბავშვმა იკვლიოს, აღმოაჩინოს, და შესაბამისად დაისწავლოს უშუალო თანამონაწილეობით, ოჯახის წევრებთან, სხვა ადამიანებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობით.

ბავშვის ტემპერამენტი - ბავშვთან ურთიერთობაში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი

ბავშვის ტემპერმენტის გაგება მშობლობის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია.

ტემპერამენტი მოიცავს სხვადასხვა მახასიათებლებს – თუ რამდენად ემოციურია პიროვნება, რამდენად რეაქტიულია _ რამდენად მწვავედ გამოხატავს რეაქციებს, მაგალითად, იმედგაცრუებას, ბრაზს... , ან რამდენად მორცხვია, როგორ რეაგირებს ახალ ადამიანებზე ან როგორ რეაგირებს ცვლილებებზე.

ტემპერამენტის ეს მახასიათებლები ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ გარკვეულ სიტუაციებში როგორ იქცევა პიროვნება.  

ინფორმაცია შვილის ტემპერამენტის შესახებ დაგეხმარებათ იყოთ უკეთესი მშობლები, მგრძნობიარე და მეტად მზრუნველი, წინასწარ განჭვრიტოთ ამა თუ იმ სიტუაციაში ბავშვისგან რა რეაქცია შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რათა უკეთ  გაუგოთ და გაუწიოთ შესაბამისი მხარდაჭერა. 

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

თუ იცით, რომ ბავშვს,  ახალ სიტუაციაში ან ახალ ადამიანებთან შეგუება უჭირს, შესაბამისად დაგეგმავთ, მაგალითად, მის გასართობ ცენტრში მიყვანას; წინასწარ მოუყვებით, ვინ დახვდება ცენტრში, რას გააკეთებენ, როგორი ფიზიკური გარემოა, როგორი მუსიკა, განათება, შესაძლებელია, გასართობი ცენტრების ვიდეოც კი აჩვენოთ, საქმის კურსში ჩააყენებთ „ანიმატორს“, რომ ზედმეტად არ შეეხოს ან შეაწუხებს ბავშვი და ფრთხილად დააინტერესოს სხვადასხვა აქტივობებით...  ამგვარად ადაპტირებაში დაეხმარებით თქვენს შვილს, რომ მისთვის ახალ გარემოში და ახალ ადამინებთან მოხვედრა იყოს არა სტრესული, არამედ უმტკივნეულო, კომფორტული, საინტერესო და სახალისო. 

ან, თუ თქვენი შვილი იმედგაცრუებაზე ძალიან მწვავედ რეაგირებს, საქმის კურსში ჩააყენებთ ზედმეტად კრიტიკულ “მეზობელს“  ან „ბებიას“, რომ მათმა რეაქციამ კიდევ უფრო არ გაამწვავოს ბავშვის ქცევა და ა.შ.

უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი ტემპერამენტი, არსებობენ სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ბავშვები და იმის მიუხედავად, თუ როგორი ტემპერამენტი აქვთ, მათ სჭირდებათ გაგება და მხარდაჭერა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რეაქტიული ბავშვები და მორცხვი ბავშვები. მორცხვი ბავშვების მშობლებს, როგორც წესი, სურვილი აქვთ თავიანთი შვილები იყვნენ რეაქტიულები და პირიქით, რეაქტიული ბავშვების მშობლებს სურვილი აქვთ მათი შვილები იყვნენ მორიდებულები და მორცხვები. არადა, გარკვეულ სიტუაციებში, სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს ორივე ტემპერამენტის მქონე ბავშვი და მისი მშობელი. სწორედ ამიტომ,  მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს გამოიყენოს მისი ტემპერამენტის ძლიერი მხარეები, ასევე ის მხარეები, რომელთა გამოვლენის დროსაც მას მხარდაჭერა სჭირდება და დავასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს მისთვის რთულ სიტუაციებს! ამისთვის კი საჭიროა, ადრეული ასაკიდანვე: 

  • ბავშვთან ღიად ისაუბროთ ემოციებისა და გრძნობების შესახებ; 
  • გაუზიაროთ ერთმანეთს სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილებები თუ ისტორიები; 
  • წაახალისოთ, დასვას მისთვის საინტერესო ნებისიმიერი კითხვა,;
  • დაეხმაროთ ბავშვს მისი ძლიერი მხარეების დანახვაში; 
  • მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი იარლიყების გარეშე (მაგალითად: „მორცხვი“, „გიჟმაჟი“...).

ეს არის იმ სტრატეგიათა მოკლე ჩამონათვალი, რაც ბავშვს ასწავლის საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემას, უყალიბებს ადეკვატურ თვითშეფასებას, ხდის საკუთარ ძალებში თავდაჯერებულს, უყალიბებს მნიშვნელოვან უნარებს სირთულეებთან გასამკლავებლად.

თუ თქვენს შვილთან გექნებათ ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები, თუ ფაქიზად და ნელ–ნელა დაეხმარებით ბავშვს თავისი უნიკალური თვისებების გამოვლენაში, ის მეტად თავდაჯერებული იქნება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე - თანატოლებთან თუ უფროსებთან ურთიერთობაში, თამაშის, სწავლის თუ მუშაობის დროს, ადვილად იპოვის და დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. 

საყურადღებო ნიშნები

თუ ბავშვი ავლენს ქვემოთ მოყვანილ ერთ ან რამდენიმე საყურადღებო ნიშანს, ისინი ნებისმიერ ასაკში შეუშლის მას ხელს ახალი უნარების განვითარებაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტსფსიქოლოგს, ნეირო-ფსიქოლოგს, ადრეული განვითარების სპეციალისტს ან ბავშვის პედიატრს,  ისინი გაგიწევენ კონსულტაციას და უზრუნველყოფენ შესაბამის მხარდაჭერას:

  • ხშირად შფოთავს ან ტირის, მიუხედავად იმისა, რომ არც დაღლილია და არც მშიერი;
  • აქვს ჩაძინების ან ძილის პრობლემები;
  • არ აქცევს ყურადღებას ადამიანებს, თითქოს მისთვის სულერთია ვინ არის მის გვერდით;
  • ძირითადად უკმაყოფილოა;
  • აქვს კომუნიკაციის ან სოციალური უნარების დეფიციტი;
  • აქვს გარკვეულ შეფერხება განვითარების სხვა რომელიმე სფეროში;
  • აქვს ვიზუალურ ან ხმოვან სტიმულებზე რეაქციების სიმცირე.

გახსოვდეთ, ადრეულ ასაკში განვითარების ხელშეწყობა ბავშვის ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძველია.

მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, ეთამაშეთ შვილებს, ისიამოვნეთ მათთან ურთიერთობით და ასწავლეთ ერთად ყოფნის ბედნიერება...

ჩამოსატვირთი ვერსია იხილეთ ქვემოთ
სახელმძღვანელო მშობლებისთვის.pdf

ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ოჯახების უფლებებისა და პასუხისმგელობების სახელმძღვანელო პრინციპები

რა არის საჭირო ვიცოდე როგორც  მშობელმა,   ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობისას ჩემი  ოჯახის  და  ადრეული განვითარების სპეციალისტის უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ?

როგორ  შემიძლია  მივიღო ადრეული განვითარების მომსახურება და ჩავერთო სახელმწიფო პროგრამაში?

ადრეული განვითარების პროგრამა განკუთვნილია ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ დაბადებიდან შვიდ წლამდე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ სირთულეები, (მაგალითად, განვითარების ეტაპების დაყოვნება შემდეგი სფეროებიდან ერთი ან რამდენიმე მიმართულებით: მოტორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური, ინტელექტუალური სფერო და/ან ადაპტური ქცევა),  ან შეზღუდული შესაძლებლობა, ან ამ მხრივ რისკი. 

განვითრების შეფერხების რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს დღე-ნაკლულობით, დაბადებისას მცირე წონით, სოციალური თუ ოჯახური სირთულეებით (სტრესული გარემო, სიღარიბე, ძირითადი აღმზრდელის მწვავე ან ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები, დედის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ა.შ.).

ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩასართავად დაგჭირდებათ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვე-პროგრამის ვაუჩერი, რომელსაც გასცემს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. შესაბამისად, საჭიროა, მიმართოთ თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უახლოეს ტერიტორიულ სამსახურს (მისამართები იხ: ლინკი) და თან იქონიოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მშობლის ან მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);

  • ბავშვის კანონიერი წარმომადგენლობის   დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი; მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღმზრდელის ხელშეკრულების ასლი;

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

  • ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100 /ა), სადაც დიაგნოზთან ერთად, დაწერილია მისი კოდი ICD-10-ის მიხედვით  (ICD-10-დან საჭირო დიაგნოზების/კოდების ჩამონათვალის ჩამოსატვირთი ვერსია იხილეთ ქვემოთ);  

  • თუ მშობელს აღენიშნება თანდაყოლილი სმენის დეფიციტი, მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100.

რის უფლება მაქვს  ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში ჩართვისას?   

(საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა.)

თქვენ უნდა მიიღოთ ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მომსახურება რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, სქესობრივი, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.

შემიძლია  მივმართო მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩემი არჩევანის  მიხედვით?

ვაუჩერის მიღების შემდეგ,  მომსახურებაში ჩასართავად, შეგიძლიათ,  თქვენი სურვილის მიხედვით,  მიმართოთ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც ბავშვთა ადრეული განვითარების  სახელმწიფო ქვე-პროგრამის განმახორციელებელია და რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციათა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე ან ბუკლეტებში (თბილისი, დასავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ საქართველო).

შემიძლია შევცვალო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია?

მას შემდეგ, რაც დაიწყებთ ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურებით სარგებლობას, საჭიროების, ან სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეცვალოთ  ორგანიზაცია  გადაიტანოთ ვაუჩერი სხვა ანალოგიურ  ორგანიზაციაში მომსახურების მიღების თვის დასაწყისში. 

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის შეცვლის საჭიროება შეიძლება გამოწვეული იყოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილებით. მომსახურების მიმწოდებლის შეცვლისას, წინასწარ (სულ მცირე  2 კვირით ადრე) გააფრთხილეთ ორგანიზაცია, სადაც მომსახურებას იღებთ და  სხვა, თქვენს მიერ შერჩეულ ორგანიზაციაში, (მათთან წინასწარ შეთანხმებით), მიიტანეთ ვაუჩერი მომდევნო თვის დასაწყისში. ამასთან, შეგიძლიათ გამოითხოვოთ ბავშვის პირადი საქაღალდე და გადაიტანოთ ახალ ორგანიზაციაში. 

მაქვს უფლება მოვითხოვო სპეციალისტის უშუალოდ მუშაობა ბავშვთან?

ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მთავარი არსი მშობლობის უნარების გაძლიერებაა და არა იმდენად სპეციალისტის უშუალოდ მუშაობა ბავშვთან, რადგან ბავშვი ყველაზე უკეთესად სწავლობს ოჯახურ გარემოში უშუალო მზრუნველისგან. სპეციალისტის ბავშვთან უშუალოდ მუშაობის მთავარი მიზანი მშობლისთვის (ძირითადი მომვლელისათვის) იმის ჩვენება შეიძლება იყოს, თუ როგორ დავამყაროთ სწორი კომუნიკაცია ბავშვთან, როგორ ვეთამაშოთ ბავშვს და  როგორ შევუწყოთ ხელი მის დამოუკიდებლობას, რათა მაქსიმალურად განვავითაროთ მისი შემეცნებითი, ენობრივი, სოციალურ-ემოციური და მოტორული უნარები. ამგვარად, სპეციალისტის მუშაობა მშობლით/მზრუნველი პირით გაშუალებული პროცესია.

მომსახურების  ფარგლებში  სად შეიძლება  განხორციელდეს ვიზიტები? 

თქვენ უფლება გაქვთ მომსახურება მიიღოთ ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი, სკოლა, სათამაშო მოედანი და ა.შ.). იმ შემთხვევაში, თუ გთავაზობენ მომსახურების მიღებას მხოლოდ ცენტრის გარემოში, რითაც ირღვევა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პრინციპი, თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ამგვარ მომსახურებაზე და მოითხოვოთ მომსახურების მიღება ბუნებრივ გარემოში. თუმცა, თუ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც  ფიზიკურად ვერ ხერხდება თქვენთან სპეციალისტის ვიზიტი, გამონაკლისის სახით, მომსახურების მიღება შესაძლებელია  ცენტრის გარემოში. სხვა შემთხვევებში, თუ შეხვდებით რაიმე სახის წინააღმდეგობას, შეგიძლიათ, მიმართოთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, და საჭიროების შემთხვევაში,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@moh.gov.ge, ან დარეკოთ ამავე სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505. 

შემიძლია ბავშვი ჩავრთო ჯგუფურ აქტივობებში ცენტრის გარემოში?

ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბავშვი ჩართოთ ჯგუფურ  აქტივობებში ცენტრის გარემოში, თუმცა, ჯგუფური მომსახურების მიღება შეგიძლიათ ვაუჩერით განსაზღვრული ვიზიტების არაუმეტეს 50%–სა: 8 ვიზიტის შემთხვევაში - 4, 6 ვიზიტის შემთხვევაში - 3 და 4 ვიზიტის შემთხვევაში - 2 ჯგუფური აქტივობა. 

რამდენი ვიზიტის  მიღების უფლება მაქვს ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში?

თვიურად მისაღები მომსახურების რაოდენობა განისაზღვრება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის  სახელმწიფო პროგრამის დადგენილების შესაბამისად: თუ თქვენი ბავშვი 3 წლამდე ასაკისაა, ყოველთვიურად შეგიძლიათ 8 ვიზიტის მიღება, ასევეა 3-7 წლის ბავშვებთან, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება სამ ან მეტ სფეროში. მაგრამ თუ თქვენი ბავშვი 3-დან 7 წლამდეა და  აქვს განვითარების შეფერხება მხოლოდ ერთ ან ორ სფეროში, პროგრამაში ჩართვიდან ერთი წლის განმავლობაში,  მიიღებთ თვიურად 8 ვიზიტს, პროგრამაში ჩართვიდან მეორე წელს, თვიური ვიზიტების რაოდენობა მცირდება 6-მდე, ხოლო მესამე და შემდეგი პერიოდის განმავლობაში, იქნება 4 ვიზიტი.  

რა დრო უნდა  დაეთმოს შეფასებას და გეგმის შემუშავებას ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვისას?

ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვისას, სპეციალისტი აფასებს თქვენი ბავშვის და ოჯახის ძლიერ მხარეებს და საჭიროებებს, არა უმეტეს, 16 ვიზიტის განმავლობაში. შეფასების დასრულებიდან მაქსიმუმ ერთი კვირის  ვადაში, ის ვალდებულია, თქვენთან ერთად, შექმნას ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმა, ხოლო ეს გეგმა გადააფასოს, მაქსიმუმ, 6 თვეში ერთხელ.  

მაქვს უფლება თავად დავსახო სამუშაო მიზნები ?

ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების  გეგმის შემუშავებისას და სამუშაო მიზნების განსაზღვრისას, ადრეული განვითარების სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, პრიორიტეტი თქვენს გადაწყვეტილებებს ენიჭება.  

თქვენი წუხილების, სურვილებისა  და შეფასების შედეგად  გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით, უნდა განისაზღვროს, ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში ბავშვთან, გარემოს უსაფრთხოებასთან და მშობლობის უნარებთან დაკავშირებული, სამუშაო მიზნები.

მაქვს უფლება მივიღო ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის ასლი?  

მას შემდეგ რაც ადრეული განვითარების სპეციალისტთან ერთად შექმნით ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმას, სადაც ასახულია სამუშაო მიზნები, აქტივობები და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები, თქვენ, სპეციალისტი და  გუნდის სხვა წევრები ხელს აწერთ გეგმას. ხელმოწერილი გეგმის ასლი გადმოგეცემათ თქვენ.

მაქვს უფლება შევცვალო სამუშაო მიზნები, თუ უკვე არსებული აღარაა პრიორიტეტული ჩემთვის?

მაქსიმუმ 6 თვეში ერთხელ, სამუშაო მიზნები თქვენთან ერთად უნდა გადაფასდეს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიზნები უფრო ადრეც გადაიხედოს და სიტუაციიდან გამომდინარე, შეიცვალოს. ეს შეიძლება მოხდეს თქვენი ან სპეციალისტის ინციატივით, იმ შემთხვევაში, თუ: მიღწეულია სასურველი შედეგი, სამუშაო მიზნებმა დაკარგა აქტუალობა, არ შეინიშნება მცირედი პროგრესი მაინც.  

იქნება დაცული კონფიდენციალობა  ჩემი ოჯახის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შესახებ?

ადრეული განვითარების სპეციალისტი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა. ადრეული განვითარების ხელშეწყობის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ თქვენი ბავშვის და ოჯახის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიცირება (საუბრები, შეფასებები, გეგმა)  კონფიდენციალურად უნდა იყოს დაცული. მისი გაცემა არ შეიძლება თქვენი (ბავშვის კანონიერ წარმომადგენელის/მინდობით აღმზრდელის) წერილობითი თანხმობის გარეშე. 

მაქვს  უფლება ვიცოდე ვის აქვს წვდომა ბავშვის და ჩემი ოჯახის შესახებ ჩანაწერებზე?

სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია  ვალდებულია,  თქვენი   შვილის და ოჯახის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია შეინახოს დაცულ  სათავსოში (მაგ. საკეტიან კარადაში), რომელზე წვდომაც ექნებათ განსაზღვრულ პირებს, ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის  სტანდარტისა და ორგანიზაციის შინაგანაწესის მიხედვით. თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ, ვინ შეიძლება იყვნენ ეს პირები.   

მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი კმაყოფილება ან უკმაყოფილება გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით?

მომსახურებაში ჩართვისას, მომსახურებს მიმწოდებელი ვალდებულია, გაგაცნოთ ორგანიზაციაში მიღებული უკუკავშირის და გასაჩივრების პროცედურები. თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი კმაყოფილება ან უკმაყოფილება მომსახურების შინაარსთან ან ხარისხთან დაკავშირებით, ზეპირსიტყვიერად (ტელეფონით, პირისპირ შეხვედრით) ან წერილობით (გასაჩივრების ფორმის საშუალებით). ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ან სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (infocareagency@moh.gov.ge), ან კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის (eci.coalition@gmail.com) ზეპირი ან წერილობითი შეტყობინების გზით.

მშობლის პასუხისმგებლობები

რა არის ჩემი პასუხისმგებლობა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვისას? 

იყოთ ინფორმირებული

გაიაზროთ და გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის განვითარების თავისებურებები და მათი გავლენა თავად ბავშვსა და ოჯახზე.

გასცეთ საჭირო ინფორმაცია 

მიაწოდოთ ინფორმაცია ბავშვისა და ოჯახის შესახებ ადრეული განვითარების სპეციალისტს და გუნდის სხვა წევრებს, რათა მათ უკეთ გაიგონ ბავშვის  და ოჯახის საჭიროებები.

იყოთ პროაქტიური

  • გააზიაროთ თქვენი წუხილები ადრეული განვითარების სპეციალისტთან.

  • იფიქროთ, რა მიზნებზე გსურთ ბავშვთან მუშაობა, რათა ადრეული განვითარების სპეციალისტმა იცოდეს, რა მხრივ გესაჭიროებათ დახმარება თქვენს მიერ დასახული პრიორიტეტების მიღწევაში.

  • თქვენთან ერთად და თქვენი აქტიური ჩართულობით, შემუშავდეს ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმა.

გახდეთ თქვენი შვილის განვითარების  მხარდამჭერი

  • შეასრულოთ სპეციალისტის მიერ მოცემული რეკომენდაციები ბავშვთან ყოველდღიური ურთიერთობის დროს და გაზარდოთ ოჯახურ აქტივობებში მისი ჩართულობა.

  • დააკვირდეთ ბავშვის პროგრესს.

   

 ხელი შეუწყოთ თქვენი შვილის განათლებას 

  • იზრუნოთ, ბავშვის დროულ ჩართვაზე ასაკის შესაბამის სკოლამდელ ან სასკოლო დაწესებულებაში. პროცესის გამარტივებისთვის დაიხმაროთ ადრეული განვითარების სპეციალისტი. 

ითანამშრომლოთ სპეციალისტთან

  • ადრეული განვითარების სპეციალისტის ვიზიტის დროს, თქვენ (ან ბავშვის სხვა ძირითადი მომვლელი) იყოთ ადგილზე, რათა, სპეციალისტის მხარდაჭერით, ჩაერთოთ ბავშვის განვითარების მასტიმულირებელი აქტივობებში. 

  • ყოველთვის შეატყობინოთ ადრეული განვითარების სპეციალისტს თუ შეხვედრა დაგეგმილ დროს ვეღარ ხერხდება.

  • წინასწარ (სასურველია ერთი დღით ადრე)  შეატყობინოთ სპეციალისტს, თუ  ბავშვს ან ოჯახის წევრს აქვს ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები ინფექციური დაავადება  ან მისი ნიშნები. ასეთ შემთხვევაში, სავალდებულოა,  ვიზიტის გაუქმება სპეციალისტისა და სხვა ბენეფიციარების ჯანმრთელობის დაცვის  მიზნით. 

  • დაიცვათ გარემოს და ბავშვის ჰიგიენა.

  • შექმნათ ადრეული განვითარების სპეციალისტისთვის დაცული, უსაფრთხო და მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემო.

  • ხელი შეუწყოთ სპეციალისტის მუშაობას თქვენი, ან ბავშვის სხვა ძირითადი აღმზრდელის აქტიური ჩართულობით.

  • გაითვალისწინოთ სპეციალისტის რჩევები შესაბამისი სამუშაო მასალის მობილიზებისა და/ან დამზადების შესახებ.



რა უფლებები აქვს  ადრეული განვითარების სპეციალისტს? 
  • მშობლებისგან, ოჯახის წევრებისგან მოითხოვოს, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის დროს, დახვდნენ  ადგილზე და იყვნენ აქტიურად ჩართულნი ვიზიტის მიმდინარეობის დროს.

  • ჯანმრთელობის დაცვის  მიზნით, გააუქმოს ვიზიტი, როდესაც სპეციალისტს ან ბავშვს ან  ბავშვის ოჯახის წევრს აქვს ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები ინფექციური დაავადება ან მისი ნიშნები.

  • ვიზიტი გააუქმოს, თუ ოჯახში შექმნილი არ არის შესაბამისი სამუშაო პირობები, ირღვევა სპეციალისტის უფლებები, ან არ არის დაცული  ჰიგიენური ნორმები.

  • შეწყვიტოს ვიზიტის მიმდინარეობა ბავშვის, ბავშვის ოჯახის წევრის ან თავად სპეციალისტის ძალადობის რისკის შემთხვევაში. 

რა პასუხისმგებლობები აქვს ადრეული განვითარების სპეციალისტს?
  • ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება,  ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვისას და აღნიშნული შეფასების განმეორება ყოველ 6 თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უფრო ადრეც.  

  • მშობლების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინება ოჯახთან სამუშაო გეგმის შედგენისას და ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება მშობლების აქტიური ჩართულობით.

  • მშობლების, ოჯახის წევრების  ჩართულობის გაზრდა ბავშვის განვითარების  პროცესში: მშობლების, ოჯახის წევრების განათლება, პოზიტიური მშობლობის უნარების გაძლიერება. 

  • ბავშვის ასაკის შესაბამის, სკოლამდელ ან სასკოლო დაწესებულებაში ტრანზიციის ხელშეწყობა და ამ მხრივ, მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების მხარდაჭერა.

  • ოჯახის დახმარება ბავშვის ქცევითი სირთულეების დაძლევაში.

  • ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა.

  • საჭიროების შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის პრევენცია ოჯახის ინფორმირების გზით, ძალადობის ნიშნების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.



რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ოჯახისთვის  მომსახურების მიწოდება? 
  • ვიზიტის მიმდინარეობისას ოჯახის წევრები/მზრუნველი პირები არ ღებულობენ მონაწილეობას სპეციალისტთან შეთანხმებული აქტივობების განხორციელებაში. ამ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ოჯახს მისცეს 3 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ოჯახს შესაძლებლობა ეძლევა აქტიურად ჩაერთოს განვითარების ხელშეწყობის პროცესში. თუ მშობლის მხრიდან კვლავ  არ გამოვლინდება ჩართულობის სურვილი, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების შეწყვეტის საკითხს განიხილავს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან. 

  • ბავშვმა  მიაღწია ასაკის შესაბამის განვითარებას, რაც დადასტურებულია სპეციალისტის/სპეციალისტთა გუნდის მიერ ბავშვის შეფასების შედეგებით.

  • მომსახურების მიწოდებისას სპეციალისტისთვის არ არის შექმნილი უსაფრთხო ან ჰიგიენური გარემო ან ირღვევა სპეციალისტის უფლებები.

რა შემთხვევაში შეიძლება ორგანიზაციამ უარი თქვას  ოჯახის ჩართვაზე? 

  • მომსახურების გაწევის შესაძლო ლიმიტი ამოწურულია (ორგანიზაციას აღარ აქვს თავისუფალი ადგილი).

  • ოჯახის საცხოვრებელი მისამართი არ მდებარეობს მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში.

  • ოჯახი ცხოვრობს ისეთ მისამართზე/ადგილზე, სადაც არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

ჩამოსატვირთი ვერსია იხილეთ ქვემოთ
მშობლების უფლებები და პასუხისმგებლობები.pdf

განმავითარებელი თამაში

რა არის თამაში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის

ბავშვის ჰარმონიული ზრდა-განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თამაშს ადრეულ ასაკში.  ბავშვობის ასაკის ძირითადი საქმიანობა თამაშია, რომელიც პატარებისთვის სწავლების ერთადერთი ფორმაა. ადამიანების უმეტესობისთვის სწავლა გულისხმობს სპეციფიური ახალი უნარების შეძენას, მაგ.: ანბანის დამახსოვრებას, დათვლას, წერას და ა.შ. მათ ხშირად მიაჩნიათ, რომ თამაში მხოლოდ გართობისთვის არის და არ გულისხმობს სწავლას. თუმცა, კვლევების თანახმად, ბავშვები სწორედ თამაშით სწავლობენ. ისინი თამაშისას ავლენენ და ავითარებენ უმნიშვნელოვანეს უნარებს - აღმოჩენის, ფანტაზიის და დასკვნების გამოტანის კუთხით. თამაშის პროცესი ბავშვისთვის სასიამოვნო და საინტერესოა, რადგან მას ბედნიერსა და ხალისიანს ხდის - „ბედნიერი ტვინი კი უკეთესად მუშაობს“- ეს არის ბავშვის განვითარების ფუნდამენტური პრინციპი. სიამოვნების მიღებასთან ერთად, თამაში ამზადებს ბავშვს მომავალი ცხოვრებისათვის, მისი მეშვეობით ბავშვი ივითარებს სხვადასხვა ასაკობრივ უნარს განვითარების ყველა სფეროში და ადაპტირდება გარემოსთან. 

თამაშის ტიპი, რომელშიც ბავშვები ჩართულები არიან, მიზანმიმართულად იცვლება ჩვილობიდან მოზარდობამდე. მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა იცოდნენ, თუ როგორ „მუშაობს“ თამაში, რატომ არის ის აუცილებელი და როგორ შევქმნათ თამაშით განვითარების შესაძლებლობები ბავშვებისათვის.

თუ დააკვირდებით ბავშვს თამაშისას, შენიშნავნთ, რომ ის მთელი არსებით არის თავის „საქმიანობაში“ ჩართული, გამოხატავს სხვადასხვა სახის ემოციას, იღიმის, ღიღინებს, კონცენტრირებუია და რაც უფრო სასიამოვნოა პროცესი, მით უფრო დიდხანს თამაშობს ბავშვი. უფროსებმა მნიშვნელოვანია უზრუნველყონ თამაშისა და კვლევისთვის თავისუფალი სივრცე და უსაფრთხოება.

ფროსის მიერ ბავშვის თამაშში ჩართულობა

ზრდასრულის მონაწილეობა ბავშვის თამაშში, პირველ რიგში, უნდა გულისხმობდეს პოზიტიურ ინტერაქციას, ბავშვის ემოციური კეთილდღეობის ხელშეწყობას, შემდეგ ეტაპზე კი კრეატიულობისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობების წახალისებას და დახმარებას ახალი აღმოჩენების გაკეთებისა და სიახლეების გაგების პროცესში.

მშობელმა მნიშვნელოვანია, დაიცვას ბავშვის კომფორტის შესაბამისი ფიზიკური დისტანცია, მოთავსდეს ბავშვის თვალის სიმაღლეზე, რომ ადვილად შეძლოს მზერითი კომუნიკაციის დამყარება. მნიშვნელოვანია, რომ უფროსმა უზრუნველყოს, შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ბავშვი თავისუფალად გამოიკვლევს საგანს, ნაცვლად იმისა, რომ მშობელმა მიუთითოს როგორ გამოიყენოს კონკრეტული სათამაშო.

გთავაზობთ ზრდასრულის მიერ ბავშვის თამაშში ჩართულობისა და განვითარების 5 ძირითად საფეხურს:

  1. თავდაპირველად დააკვირდით ბავშვის თამაშს, როგორ იწყებს ის ურთიერთობას სათამაშოსთან, მიეცით, ბავშვს საშუალება თავისუფლად გამოიკვლიოს სათამაშო/საგანი 

  2. გაახმოვანეთ ბავშვის მოქმედებები, იყავით ემოციურად ჩართული ამ პროცესში, გამოხატეთ აღტაცება ბავშვის ქცევის მიმართ 

  3. გაიმეორეთ ბავშვის მოქმედებები- ითამაშეთ ისე, როგორც თამაშობს ბავშვი 

  4. ნელ-ნელა გაამრავალფეროვნეთ ბავშვის თამაში, მასში ახალი იდეების შეტანით, მთავარია შეინარჩუნოთ ძირითადი აზრი, რომელიც ამ თამაშში ბავშვმა ჩადო,  დაელოდეთ ბავშვის რეაგირებას. ამ ეტაპზე რაც შეიძლება შემოქმედებითად მიუდექით პროცესს. მაგ.: თუკი ბავშვი აძინებს და არწევს, მშობელმა შეიძლება შესთავაზოს ბავშვს, დააფარონ სათამაშოს საბანი. 

  5. დაასრულეთ თამაში, როდესაც ბავშვი მიგანიშნებთ, რომ სხვა სათამაშოთი ან საქმიანობით სურს დაკავდეს, უთხარით, რომ ეს თამაში დასრულდა და შესთავაზეთ ერთად შეინახოთ სათამაშოები თავის ადგილას.

ასაკის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს მოწყობა თამაშისთვის

ბავშვისთვის კვლევისა და თამაშის შესაძლებლობის მიცემა ნიშნავს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და შესაბამისი რესურსით მომარაგებას:

  • სათამაშოები უნდა იყოს ბავშვის ასაკის, განვითარების და ინტერესის შესაბამისი. მაგალითად, 5 წლის ბავშვს აღარ უნდა ჰქონდეს ჟღარუნა სათამაშოები ან ჩვილის ასაკის წიგნები. ბიჭსაც უნდა ჰქონდეს სათამაშოებში თოჯინა და ჭურჭელი, რომ ისწავლოს ფუნქციური თამაში და სოციალური ზრუნვა, ხოლო გოგონას მანქანა და ხელსაწყოები,

  • სათამაშოები უნდა იყოს ფერადი და ნათელი,

  • სათამაშოები უნდა იყოს უსაფრთხო და გამძლე,

  • მცირე ასაკის ბავშვების სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს წვრილ ნაწილაკებს, რაც შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს.

  • ბავშვისთვის, განსაკუთრებით 0- 5 წლამდე ასაკში, მნიშვნელოვანია, განვითარების შესაბამისი და უსაფრთხო სათამაშოები მოთავსებული იყოს სახლის რომელიმე კუთხეში. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს საკუთარი ოთახი, აუცილებელია, მისთვის სივრცის გამოყოფა ან სათამაშო ზონის შექმნა სახლში.

  • სასურველია, არ ვუცვლიდეთ სათამაშოებს ადგილს. ბავშვმა უნდა იცოდეს სადაა მისი სათამაშო სივრცე. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია სათამაშოების სხვა ადგილზე გადატანა, თუმცა უნდა იცოდეს, სად დააბრუნოს სათამაშოები თამაშის დასრულების შემდეგ. 

  • აუცილებელია, სათამაშოები რაიმე პრინციპით იყოს განლაგებული სხვადასხვაა სათავსოში ფუნქციების შესაბამისად (მაგალითად: ფანქრები, კუბიკები, ბურთები, ჭურჭელი, ექიმის ინვენტარი) 

  • არ არის სასურველი, ბავშვს ერთდროულად ბევრი სათამაშო ჰქონდეს, ეს მას თამაშთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში უშლის ხელს. სასურველია, სათამაშოების სხვადასხვა კატეგორიიდან  ბავშვს ჰქონდეს 5-7 სათამაშო (მაგ: მანქანა, ქსილოფონი, ცხოველები, ჭურჭელი, 2 წიგნი...) დანარჩენი სათამაშოები, უმჯობესია, შევინახოთ ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას და ყოველ 2-3 კვირაში ვცვალოთ 

  • სასურველია, ყოველ 6 თვეში ან მაქსიმუმ 1 წელში სათამაშოები განახლდეს, დროდადრო გადაყარეთ ყველა გატეხილი, ნაწილებ დაკარგული ან „უსარგებლო“ სათამაშო.

განმავითარებელი თამაშის ეტაპები:

განმავითარებელი თამაში 4 ძირითადი ეტაპისაგან შედგება და პირამიდის სახითაა წარმოდგენილი. თამაშის განვითარების ეტაპები დამოკიდებულია ერთმანეთზე. ყოველი მომდევნო ეტაპის განვითარებას განსაზღვრავს წინა ეტაპის წარმატებით გავლა.   

თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შემოქმედებითი აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი, კარგად უნდა გავიაზროთ განმავითარებელი თამაშის ყოველი ეტაპის მნიშვნელობა. თუ ბავშვს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მისი ასაკის შესაბამის ეტაპამდე, უნდა ვნახოთ, რომელ საფეხურზეა დეფიციტი და შევავსოთ შესაბამისი შრეები.

 4. მაღალი დონის თამაში: სოციალური, სიმბოლური, როლური, წესებიანი და "ვითომ-ვითომ" თამაში

3. ორგანიზებული, მნიშვნელობის მიმცემი თამაში 

2. შემოქმედებითი კვლევისა და აღმოჩენის თამაში: არეულობა, მოძრაობა, ჩართულობა

1. სენსორულ-სხეულებრივი თამაში და უსაფრთხო  მიჯაჭვულობის განმავითარებელი თამაში

თამაშის I ეტაპი - სენსორულ-სხეულებრივი და უსაფრთხო მიჯაჭვულობის განმავითარებელი თამაში

ეტაპისათვის დამახასიათებელია:

ამ ეტაპზე მყოფი ბავშვები აქტიურად იკვლევენ გარემოს შეგრძნებების მიღებისა და გადაადგილების საშუალებით.  გარემოზე დაკვირვებით პატარები იღებენ ინფორმაციას სივრცის, მანძილისა და საგნების მახასიათებლების შესახებ. სხვადასხვა შეგრძნებების გააქტიურება ეხმარება ბავშვს ყურადღების კონცენტრირებაში და ქმნის საფუძველს სწავლისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებისთვის. ხელში ჭერითა და რწევით ბავშვები შეიგრძნობენ თავიანთ სხეულს სივრცეში.  სხეულით კონტაქტი და დარეგულირებული შეგრძნებები აძლევს ბავშვს დაცულობის განცდას და ავითარებს უსაფრთხო მიჯაჭვულობას, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური კეთილდღეობისთვის.

განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:

  • წაახალისეთ კომუნიკაცია, ცვალეთ ხმის ინტონაცია, სახის გამომეტყველება,  უპასუხეთ ბავშვის ღუღუნსა და სხვადასხვაგვარ ხმებს ისე, თითქოს, ეს დიალოგი იყოს თქვენს შორის

  • გაუღიმეთ ხშირად, დააკავშირეთ ახალი გამოცდილება  სიამოვნებასთან

  • ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მშობელთან ფიზიკური სიახლოვე, ამიტომ ხშირად აიყვანეთ ხელში, მიეცით მის სხეულს სხვადასხვა სივრცეში ყოფნის გამოცდილება, დაიწვინეთ გულზე, პერიოდულად დააწვინეთ შედარებით მყარ ზედაპირზე მუცლით (მატრასი ან საბავშვო ხალიჩის ზედაპირი), აიყვანეთ და მიიხუტეთ მკერდზე ხშირად, ხელის ნაზი და რიტმული მოძრაობით, გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ა.შ.

  • პირველ თვეებში თავის დაჭერისა და ხელებზე დაყრდნობის უნრების გასაუმჯობესებლად, ბავშვის სიფხიზლისას, დროდადრო მისი  მუცელზე დაწვენა და ასე თამაშია მნიშვნელოვანი, შემდეგ თვეებში კი, დამოუკიდებლად ჯდომისა და ხოხვის წასახალისებლად, იატაკზე თამაშის დრო ხდება ძალიან მნიშვნელოვანი

  • ეთამაშეთ სარკესთან, მიიღეთ სასაცილო სახეები და დაელოდეთ ბავშვმაც გაიმეოროს იგივე

  • გამოიყენეთ მუსიკალური ხმა და ძილისპირულის რიტმი ბავშვთან ურთიერთობისას

  • მიაწოდეთ ისეთი სათამაშოები, რაც უსაფრთხოა პირში ჩასადებად

  • სხვადასხვა ტექსტურის საგნებთან შეხება, როგორიცაა მეტალი, ბუმბული, თიხა, ქაფი ავითარებს შეგრძნებებს. შესთავაზეთ სხვადასხვა ზომის, ფერის და ფორმის საგნები, რომ ბავშვი მიწვდეს და ჩაეჭიდოს მათ

  • წაუკითხეთ მარტივი წიგნები, აღუწერეთ ნახატები, გაუხმოვანეთ სხვადასხვა ხმები: ცხოველების, ტრანსპორტის და გარემოში არსებული სხვა ხმები - რათა მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მათ შესახებ

  • ეთამაშეთ „ჭი-ტა“, “ მოვიდა-მოვიდა, წაახალისეთ ბავშვი, რომ იპოვოს ნაჭრის ქვეშ დამალული საგანი

  • ემოციური რეგულაციისთვის, შესთავაზეთ საშუალო ზომის რბილ სათამაშოებთან „ჩახუტება“ და ძილი 

  • მყარი ავეჯი, ბურთები, სათამაშოები და ყუთები - საგნები ეხმარება ბავშვს ცოცვის, დგომისა და სიარულის განვითარებაში.

C:\Users\user\Desktop\თამაშის ბუკლეტისთვის\ვიდეოდან ფოტოები\პირველი\107248995_1085106585223575_8176983343817210411_n.jpgC:\Users\user\Desktop\თამაშის ბუკლეტისთვის\ვიდეოდან ფოტოები\პირველი\107372816_271836963886077_4561374091478849994_n.jpg   https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/58384622_502873276913765_5011645892860575744_n.jpg?_nc_cat=103&_nc_ht=scontent.ftbs5-1.fna&oh=59855f141b0c710a3c0484f5255f4954&oe=5D300EB9    

თამაშის ეტაპი II - შემოქმედებითი კვლევა და აღმოჩენა: არეულობა, მოძრაობა, ჩართულობა

ეტაპისათვის დამახასიათებელია:

ამ ეტაპზე ბავშვები კიდევ უფრო აქტიურად იკვლევენ გარემოს, მეტად დამოუკიდებლები ხდებიან ფიზიკურად და უკვე სივრცეში გადაადგილების საშუალებით იწყებენ არსებული სამყაროს კვლევას. ბავშვები მიზანმიმართულად ამოძრვებენ სათამაშოებს, რათა გამოიწვიონ ხმა, იატაკზე  ხოხავენ იმისათვის, რომ მიწვდნენ სასურველ სათამაშოს, ინტერესდებიან სათამაშოებით, რომლებიც მარტივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენაში ეხამრება. ბავშვებს უჩნდებათ მათ გარშემო არსებულ ადამიანებსა და საგნებზე ზემოქმედების მოხდენის უნარი:  შეუძლიათ ისროლონ სათამაშოები, ღიმილითა და ჟესტებით გამოიწვიონ უფროსი სათამაშოდ, დაითხვარონ საჭმლით,, მოსინჯონ როგორ ხმებს გამოსცემს სამზარეულოს ჯამ-ჭურჭელი და ა.შ. ასევე, ბავშვები სწავლობენ საგნების ფუნქციურ მახასიათებლებს, უვითარდებათ კრეატიულობა.

განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:

  • შესთავაზეთ სათამაშოები, რომელთა ამუშავება შეგვიძლია ზონარის გამოქაჩვით, ღილაკების ტრიალით ან თითის დაჭერით 

  • მიეცით საშუალება დაითხვაროს, აძვრეს, დასუნოს. გაუხმოვანეთ ის შეგრძნებები, რასაც ბავშვი იღებს სხვადასხვა სათამაშოსთან და საგანთან ურთიერთობით

  • გამოხატეთ ინტერესი და აღფრთოვანება ბავშვის აღმოჩენების საპასუხოდ

  • აგრძნობინეთ, რომ გესმით მის მიერ ნათქვამი სიტყვები, როგორც არ უნდა ცდილობდეს ის გამოთქმას, მიეცით დრო გამოხატოს საკუთარი აზრი

  • შესთვაზეთ სათამაშო ცომი, თიხა და საღებავები, ქვიშა და წყალი, როგორც სენსორული გამოცდილების მიღების საშუალება

  • წაახალისეთ სათამაშო კუბების ერთმანეთზე დაწყობა და შემდეგ აშენებულის დანგრევა

  • ხელი შეუწყვეთ ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებას: შესთვაზეთ ბუშტები, ბურთები, ბალიშები, გასაძრომი რგოლები, კონტეინერები სათამაშოების გადმოსაყრელად და  ჩასაყრელად, დიდი ყუთები  ჩასაძრომად, თოკები და სხვა მსგავსი საგნები, შესთვაზეთ, სხვადასხვა რიტმული მოძრაობების გამეორება , მუსიკის ფონზე

infant toys with mirror-ის სურათის შედეგი   C:\Users\user\Desktop\თამაშის ბუკლეტისთვის\ვიდეოდან ფოტოები\მეორე\107493879_3184263051628140_6134366753599402164_n.jpg    Playdough recipes to make at home | Bounty Parents    

თამაშის III ეტაპი - ორგანიზებული, მნიშვნელობის მიმცემი თამაში

ეტაპისათვის დამახასიათებელია:

ამ ეტაპზე ბავშვებს უჩნდებათ სურვილი თავი მოაწონონ ზრდასრულებს და გავდნენ კიდეც მათ, ამიტომ აქტიურად ცდილობენ მიბაძონ „დიდებს“ და საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად „ეხმარებიან“ მათ ისეთ ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა საჭმლის მომზადება, დალაგება, საყიდლებზე წასვლა და ა.შ.  ამ ეტაპზე ბავშვებს შეუძლიათ რაიმე ნიშნის მიხედვით საგნებისა და სათამაშოების დაჯგუფება, თანმიმდევრობით დალაგება, შედარება და დახარისხება, იწყებენ ხატვას და საკუთარი იდეების სიმბოლურ წარმოდგენას. ასევე, დამახასიათებელია განმეორებითობა: თამაშობენ ერთსა და იმავე თამაშს, ან განმეორებით უყურებენ ერთსა და იმავე ანიმაციას, რადგან თანმიმდევრობა,  განმეორებითობა, სტრუქტურა და „აზრის“ მიცემა მათთვის, ამ ეტაზე, მნიშვნელოვანია. ამ დროს ვითარდება ორგანიზებულობის, დაგეგმვის და პრობლემის გადაჭრის უნარებიც.

განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:

  • ჩართეთ და დაიხმარეთ ყოველდღიურ საქმიანობაში, მიეცით საშუალება იყოს „დიდი“, შესთვაზეთ სხვადასხვა ზომის კოლოფები, ხის კოვზები, ჯოხები, ქვაბები და ძველი ტანსაცმელი 

  • შეურჩიეთ მარტივი ფაზლები, ლეგოები და საბავშვო დომინოს მსგავსი სათამაშოები

  • საძერწი ცომითა და თიხით თამაში უკვე მიზანმიმართული აქტივობაა და არა მხოლოდ სენსორული სტიმულაციის წყარო, ამიტომ ძერწეთ სხვადასხვა საგნები

  • სათამაშო კონსტრუქტორების გამოყენებით, ააშენეთ კოშკები და ხიდები

  • თამაშისას სთხოვეთ, მოგაწოდოთ ისეთივე ცხოველი, კუბიკი და სხვა, როგორსაც აჩვენებთ. მიეცით საშუალება ბავშვს დააჯგუფოს  საგნები და სათამაშოები რაიმე ნიშნის მიხედვით, დაალაგოს თანმიმდევრობით, შეადაროს და დაახარისხოს ნივთები

  • შესთვაზეთ სათამაშოები, რომლის გამოყენებითაც ითამაშებენ იმას, რასაც ყოველდღიურობაში საკუთარ თავზე ცდიან, მაგ.: აძინებს ან აჭმევს თოჯინას, აბანავებს ან სიცხეს უზომავს დათუნიას და ა.შ.

  • შექმენით პატარა გამოწვევები თამაშისას, მაგ.: ფაზლის აწყობისას არასწორად მიაწოდეთ ნაწილი, ზოგჯერ იმოქმედეთ შეცდომით, გააკეთეთ რაიმე არასწორად, მაგ.:  სცადეთ პირამიდის რგოლების არასწორი თანმიმდევრობით აცმა და მიეცით ბავშვს საშუალება თქვენი შეცდომა გამოასწოროს, ეს დაეხმარება მას თანმიმდევრულობისა და ორგანიზებულობის უნარის განვითარებაში

  • არ შესთავაზოთ მზა იდეები პრობლემის მოსაგვარებლად; წაახალისეთ ბავშვი დამოუკიდებლად  გადაჭრას პრობლემა, აცადეთ, რომ მოიფიქროს უფრო ეფექტური გზა სასურველი მიზნის მისაღწევად 

  • აუცილებლობის შემთხვევაში, დაუსვით შეკითხვები, რომელიც დაეხმარება გამოსავლის მოძიებაში, მაგ.:  რაზე დავდგეთ, რომ კარადიდან სათამაშო ჩამოვიღოთ?

  • წაახალისეთ თანმიმდევრულობა თამაშისას, მაგ.: რომელი კუბიკი დავდოთ ჯერ კოშკის ასაშენებლად? რა დაგვჭირდება იმისათვის რომ დავხატოთ/გამოვძერწოთ?

    C:\Users\user\Desktop\თამაშის ბუკლეტისთვის\ვიდეოდან ფოტოები\მესამე\107201721_2580465708837160_5653299069728326557_n.jpg   File:Play dough 04803.jpg - Wikimedia Commons             

თამაშის IV ეტაპი - მაღალი დონის თამაში: სოციალური, წარმოსახვითი, როლურ - სიუჟეტური და წესებიანი თამაში

ეტაპისათვის დამახასიათებელია:

ამ ეტაპზე ბავშვები ავითარებენ  თავიანთ სოციალურ და ემოციურ უნარებს უფრო ფართო სოციალურ წრეში, მათ შორის, სხვა ზრდასრულებთან და ბავშვებთან ურთიერთობით. გაზრდილი ლექსიკური მარაგის, ფიქრისა და დაგეგმვის უნარის დახმარებით, მათ მეტად შეუძლიათ დალოდება, უვითარდებათ სხვების აზრის გათვალისწინების უნარი, იღებენ „გადაწყვეტლებებს“  სხვებთან ერთად. თამაშის განვითარების ამ ეტაპზე ბავშვებისთვის დამახასიათებელია წარმოსახვის განვითარება, მათ შეუძლიათ მოიგონონ ისტორია, წარმოიდგინონ და იფიქრონ „რა იქნება თუ...“ უვითარდებათ წარმოდგენები სხვადასხვა როლისა და ცხოვრებისეული მოვლენის შესახებ, შეუძლიათ პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტა, იწყებენ წესების გაგებას, შეუძლიათ გუნდურად თამაში, ურთიერთობა და სწავლა. 

განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:

  • ხელი შეუწყეთ წარმოსახვითი  და როლურ-სიუჟეტური თამაშის განვითრებას, როგორიცაა ექიმობანა, პოლიციელობანა და ა.შ. ჩაერთეთ დრამაში, რომელიც ბავშვმა წამოიწყო. გახდით რომელიმე გმირი და განასახიერეთ ის. გამოდით მშობლის როლიდან და შედით თქვენს მიერ გასასახიერებელი გმირის როლში

  • წარმოსახვით თამაშში შექმენით მოულოდნელი სიტუაციები, იმისათვის რომ გამოიწვიოთ ბავშვის კრეატიულობა და უბიძგოთ ახალი გადაწყვეტილებებისკენ; წარმოსახვითი თამაშისას ასევე შეგიძლიათ, შეიტანოთ კონფლიქტური სიტუაციის ელემენტებიც, რათა ბავშვს დაეხმაროთ კონფლიქტის გადაჭრის გზების მოძიებაში; თამაშისას გამოიყენეთ იუმორი და იდიომატური (გადატანითი მნიშვნელობის მქონე) ფრაზები, დაეხმარეთ ბავშვს მათი მნიშვნელობის გააზრებაში. 

  • წაახალისეთ ბავშვი გააგრძელოს ამბავი ღია ტიპის კითხვების,   - „რატომ?“ „როგორ?“, „საიდან?“, „რისთვის?“ - დასმის მეშვეობით.

  • წაახალისეთ ბავშვი ისაუბროს განცდებზე/გრძნობებზე, როგორც წარმოსახვითი თამაშისას, ისე ჩვეულებრივი საუბრისა და მსჯელობისას.

  • გამოიწვიეთ ბავშვი, რომ ივარაუდოს სხვისი ქცევის მიზეზი, მოტივი ან ემოცია - „რატომ ვერ მიხვდა სალი თოჯინა მარიმ რომ აიღო?“, „როგორ იგრძნო სალიმ თავი, როდესაც მარიმ სათამაშო წაართვა?“,  „როგორ გრძნობს თავს მარი?“

  • წაახალისეთ გამოხატოს საკუთარი შეხედულება („რომელი ფერი მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ? ნაცვლად იმისა, რომ კითხოთ „რომელი ფერია ეს?“)

  • მოელაპარაკეთ ბავშვებს, წაახალისეთ არგუმენტირებული დებატები, ნაცვლად იმისა, რომ წესების ბრმად მორჩილება მოსთხოვოთ (თუმცა, გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთი წესი აუცილებლად დასაცავია და განხილვებს არ ექვემდებარება)

Important Types of Play in Your Child's Development - Kidzapp    C:\Users\user\Desktop\თამაშის ბუკლეტისთვის\ვიდეოდან ფოტოები\მეოთხე\107538706_301230417913122_8876034310770824899_n.jpg   Cooperative Play Activity | Extended Notes  C:\Users\user\Desktop\თამაშის ბუკლეტისთვის\ვიდეოდან ფოტოები\პლასტეინი\106996189_708620283046601_7417505273502141736_n.jpg 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. “Floortime: tuning in to each child” by Stanley I. Greenspan, Sara Wilford, Sheila Hanna, Scholastic Inc., 1990

  2. “The Right Stuff for Children Birth to 8: Selecting Play Materials to Support Development” by Martha

განმავითარებელი თამაში.pdf

რუტინა როგორც ბავშის განვითარების შესაძლებლობა

ადრეული ასაკის მშობლებისა და მათთან მომუშავე სპეციალისტებისთვის

"დილას, გაღვიძებისას სიმშვიდეში ჩაის დალევა ჩემი დღის განუყოფელი რუტინაა, ამიტომ სანამ ბავშვი გაიღვიძებს ვცდილობ მოვასწრო"

"სახლში რომ ვბრუნდები, ბავშვებთან ნახევარ საათს აუცილებლად ვთამაშობ, ეს ჩემთვის დაუწერელი კანონივითაა და არასდროს ვარღვევ"

"შაბათობით ყოველთვის მამასთან ერთად ვსეირნობთ ზოოპარკში, პარკში ან სხვა  სასიამოვნო ადგილას, ერთად ვარჩევთ ხოლმე,  სად წავიდეთ" 

"ძილის წინ წიგნს ვკითხულობთ"

ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზები სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში არსებული რუტინის მაგალითებია. როდესაც ვახსენებთ სიტყვას რუტინა, ყველა ვხვდებით, რომ ვსაუბრობთ იმგვარ საკითხზე, რაც ადამიანისთვის ან/და ოჯახისთვის ხშირად განმეორებად საქმიანობას გულისხმობს. 

გიფიქრიათ იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს რუტინას და როგორ  შეიძლება ის ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის გამოვიყენოთ? 

კარგად ჩამოყალიბებული რუტინა ბავშვს უამრავი რამის შესწავლის  საშუალებაას აძლევს.

რატომ არის მნიშვნელოვანი რუტინა?
დღის ჩვეული განრიგი, რუტინა საშუალებას გვაძლევს ჩვენი ცხოვრება იყოს მეტად ორგანიზებული. მაგალითად, დილაობით სახლს ვალაგებთ, საღამოობით სტუმრად დავდივართ, ან კვირაობით წირვას ვესწრებით. ამ ტიპის წინასწარი ცოდნა გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ რა გველის. ჩვენ შეგვიძლია გადავანაწილოთ დრო და შევიქმნათ დღის, კვირის ან თუნდაც, წლის წინასწარმეტყველებადი გარემო, განსაზღვრულობის განცდა, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს შფოთვას და გვძენს გარკვეულ სიმშვიდეს და დაცულობას. 

გამოდის, რომ რუტინა მიგვანიშნებს, რა უნდა გავაკეთოთ, რა თანმიმდევრობით და რამდენად ხშირად. 

რატომ არის ეს ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? 

რუტინა ავითარებს ბავშვის: 

  • უსაფრთხოების განცდას
  • პასუხისმგებლობას
  • თვითკონტროლის უნარს
  • პოზიტიურ ქცევას 
  • სოციალურ უნარებს
  • სწავლის შესაძლებლობას

 

განვიხილოთ თითოეული მათგანი

  • უსაფრთხოების განცდა

ორგანიზებული და წინასწარმეტყველებადი სახლის გარემო ბავშვებს ეხმარება თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და დაცულად. ისეთი რუტინა, როგორიცაა, მაგალითად, ძილის წინ მამასთან ერთად წიგნის წაკითხვა,  ან სადილის შემდეგ დედასთან ერთად ლობიოს მარცვლებით თამაში, შეიძლება გახდეს ის განსაკუთრებული, სასიამოვნო და ღირებული გამოცდილება, რომელსაც თქვენი შვილი თქვენთან ერთად მიიღებს და თავს დაცულად იგრძნობს.

  • პასუხისმგებლობა

რუტინის განმეორებადი და თანმიმდევრული ბუნების გამო, ბავშვები  იძენენ სხვადასხვა უნარებს და გამოიმუშავებენ პასუხისმგებლობის გრძნობას. მაგალითად, თამაშის შემდეგ  სათამაშოების ალაგება და შემდეგ სადილი, ბავშვს საშუალებას აძლევს გამოიმუშაოს საკუთარ ნივთებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და დროის მენეჯმენტის განცდა, -  რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო უნარებია. 

როდესაც ბავშვები დღის რუტინის შესრულების პასუხისმგელობას ,,ინაწილებენ“, ისინი უფრო  დამოუკიდებლები ხდებიან  და ნაკლები ,,კონტროლი“  სჭირდებათ თქვენგან. 

  • თვითკონტროლი

ბავშვები თვით-კონტროლს რუტინის მეშვეობით სწავლობენ. თანმიმდევრული რუტინული მოქმედებები, რომლებიც ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს და დაახლოებით ერთნაირი გზით სრულდება,  პატარა ბავშვების კომფორტსა და უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს. როდესაც ბავშვმა იცის, როდისაა თამაშის დრო, როდისაა ჭამის დრო ან იცის, რომ საყვარელი ადამიანი საღამოობით ბრუნდება შინ, მან იცის, რა მოხდება დღის განმავლობაში. ეს კი  მას  უსაფრთხოების განცდას და ემოციურ სტაბილურობას ანიჭებს. როდესაც ბავშვები თავს უსაფრთხო და სანდო გარემოში გრძნობენ, ისინი ნაკლებად შფოთავენ, მეტ დროს უთმობენ თამაშის გზით კვლევასა და შემეცნებას და მეტი საშუალება ეძლევათ ისწავლონ საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლი. 

  • პოზიტიური ქცევის ფორმირება და არასასურველი ქცევის პრევენცია

ისეთი რუტინის საშუალებით, რომელშიც   შვილთან ერთად ხართ ჩართული,  თქვენ უფრო უახლოვდებით ერთმანეთს, რაც თავიდან აგარიდებთ ერთმანეთთან ურთიერთობის დროს წარმოქმნილ პრობლემებს. სტაბილურად და მსგავსად განხორციელებული რუტინა  პატარებს ჩვილობიდანვე აძლევს საშუალებას  წინასწარ განსაზღვრონ, რა მოხდება შემდეგ. რუტინა ბავშვებს ეხმარება კონტროლისა და თვითდაჯერებულობის გამომუშავებაშიც. მაგალითად, დედა ეუბნება მართას: -  ძილის დრო მოვიდა, კბილებს ახლა გამოიხეხავ თუ ჯერ ღამის პერანგს ჩაიცმევ? რუტინის საშუალებით შეგიძლიათ შეამციროთ ბავშვისთვის რაიმეზე უარის თქმის სიხშირე და ნაკლებად გასცეთ დირექტივები, რადგან ბავშვმა უკვე იცის, რა რის შემდეგ უნდა მოხდეს. : ,,ვიცი, რომ ძალიან გინდა ნაყინი, მაგრამ ახლა სათამაშოების ალაგების დროა. ალაგების შემდეგ კი შეგიძლია შეჭამო“. 

რუტინული წესები ხელს უწყობს პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბებას. ბავშვის ჯანმრთელობა და  უსაფრთხოება ის საკითხებია, რისი ხელშეწყობაც რუტინის საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად: ყოველი ჭამის წინ, ხელებს ვიბანთ, ან გზაზე გადასვლისას, ყოველთვის ხელს ვკიდებთ ერთმანეთს. 

  • სოციალური უნარები

რუტინის საშუალებით ვითარდება ბავშვის სოციალური უნარები.  ზრდასთან ერთად, ბავშვები,  მეტ სოციალურ უნარებს ითვისებენ, რადგან მათ უფრო მეტ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა. მისალმება, დამშვიდობება, საკუთარი საჭიროებების გახმოვანება სწორედ რუტინების ფარგლებში ხდება და ისწავლება. მაგალითად, საბავშვო ბაღში რიგის დაცვა, სათამაშოების გაზიარება, სხვისი დალოდება, თანატოლებთან საუბარი, ერთმანეთის მოსმენა, სხვების დახმარება, ის საქმიანობებია, რომლის დროსაც, მცირეწლოვანი ბავშვები სწავლობენ მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს, რომლებიც მათ შემდეგ სკოლაში დაეხმარება.

აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა შეიძლება, ზოგიერთი ბავშვისთვის პრობლემას წარმოადგენდეს, ზოგისთვის კი არა, ეს დამოკიდებულია მათ ტემპერამენტზე. მაგალითად, თამაშის აქტივობიდან ჭამისთვის მომზადება, ჭამის აქტივობიდან მაღაზიაში წასვლა, მაღაზიიდან სახლში დაბრუნება, დასაძინებლად წასვლა, შეიძლება ბავშვისთვის და მშობლებისთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყოს. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება დაგვეხმაროს „რუტინის წინა რუტინის“ შემოღება. მაგალითად, ყოველი ძილის წინ ბანაობა, ხელ-პირის დაბანა ან კბილების გახეხვა იმის მანიშნებელია, რომ  ძილის დრო მოდის. ამის ცოდნა ეხმარება ბავშვს წინასწარ მოემზადოს და ადვილად შეეგუოს ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლას. 

ზოგიერთი მშობელი იყენებს ტაიმერს, ან 5-მდე დათვლის ტექნიკას. მაგალითად, ამბობს: ხუთამდე დავითვლი და დასაძინებლად მივდივართ, რადგან უკვე ძილის დროა. 1, 2, 3.... 5 ზე კი დედა ყოველთვის ერთნაირად იქცევა და ასრულებს დაგეგმილ რუტინას. ზოგიერთი მშობელი იყენებს წიგნის კითხვის რუტინას. მაგალითად, სალომე სანდროს ეუბნება:  „საღამოს წიგნის დროც მოვიდა“ - რაც სანდროსთვის იმის მანიშნებელია, რომ ახლა ძილის დროა, რადგან, დედა-შვილი  ძილის წინ ყოველთვის კითხულობენ. ან აქვთ კონკრეტული თამაში რომელიც, მხოლოდ ძილის წინ სრულდება ხოლმე, მაგალითად კედელზე ხელებით ჩრდილების თამაში.

  • სწავლა

ყოველდღიური რუტინული აქტივობები მდიდარი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის ახალი უნარების სასწავლად. მაგალითად, ყოველ შაბათს ოჯახი სუპერმარკეტში დადის პროდეუქტების მოსამარაგებლად და ამ რიტუალში ბავშვიც აქტიურადაა ჩართული. მაღაზიაში წასვლამდე ისინი ყოველთვის ერთად ადგენენ სიას, აძლევენ ბავშვს არჩევანის გაკეთებისა და აზრის გამოთქმის საშუალებას. მაღაზიაში ბავშვი აქტიურადაა ჩართული პროდუქტების მოძებნაში, დათვლაში, დახარისხებაში და ა.შ. ასეთ დროს ბავშვი სწავლობს და იყენებს ახალ სიტყვებს, უწევს სხვადასხვა ტექსტურასთან შეხება,  გადაწყვეტილების მიღება, სწავლობს რაოდენობრივ ცნებებს,  თვლას და ანგარიშს. მშობელი, თავის მხრივ, ყურადღებას აქცევს მის ინტერესებს, ფიქრებს და აგრძნობინებს, რომ მისი არჩევანი მნიშვნელოვანია, ეს კი ბავშვის თვით-შეფასებაზე დადებითად აისახება. 

მშობლობის ბედნიერება:  

რუტინა და რიტუალები არა მხოლოდ ბავშვებს უმარტივებს ყოფას, არამედ მშობლებსაც ეხმარება ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალბედა მშობლებისათვის, რადგან ბავშვის მოვლა დიდ ენერგიასა და ემოციურ ჩართულობას მოითხოვს. ამიტომ, ისეთი ოჯახური რუტინის ან რიტუალების შესრულება, როგორიცაა, მაგალითად, საღამოს, მეუღლესთან ერთად, სერიალის ყურება, პარასკევობით მეგობრებთან სტუმრობა ან რაიმე სხვა, მშობლებს ემოციური მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარება. 

როდის არის რუტინა ეფექტური? 

ვიღაცისთვის გაღვიძებას ყოველთვის  ყავის სმის რუტინა ახლავს თან, ხოლო სხვისთვის ეს რუტინა ვარჯიშია. 
სწორედ ამიტომ, არ არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც პროფესიონალები გირჩევენ, რამდენი ან რა ტიპის რუტინისგან უნდა შედგებოდეს თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება. რადგან ინდივიდუალურია. 
თქვენი რუტინა,  თქვენი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებებისა და დამოკიდებულებების მიხედვით უნდა დაგეგმოთ, თუმცა იმისთვის, რომ რუტინა იყოს ეფექტური, სამი ძირითადი მახასიათებელი შეგვიძლია გამოვყოთ.

რუტინის ეფექტურად დაგეგმვის სამი მახასიათებელი:

  • კარგად დაგეგმილი: რუტინა ეფექტურია, თუ მასში მონაწილეს ან მის შემსრულებელს ესმის საკუთარი როლი, იცის, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს და ეს მისთვის გონივრული და სამართლიანია. მაგალითად, თქვენმა შვილმა იცის, რომ ერთად თამაშის შემდეგ სათამაშოები თავად უნდა მოათავსოს სათამაშოების დიდ ყუთში, ან დილას გაღვიძებისას თქვენ საუზმეს ამზადებთ, მაგრამ, თქვენმა შვილმა თავად უნდა აიღოს უჯრიდან კოვზი ან თეფში და მაგიდასთან მიიტანოს. 

  • რეგულარული: რუტინა ეფექტურია, თუ ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, საღამოობით მთელი ოჯახი ერთად ვახშმობთ, ან ყოველ კვირას სასეირნოდ მიდიხართ. 

  • წინასწარგანსაზღვრული: რუტინა ეფექტურია, თუ მას აქვს თანმიმდევრული ხასიათი -  ხორციელდება გარკვეული თანმიმდევრობით და ერთნაირად. მაგალითად,  სახლში დაბრუნებისას ყოველთვის იხდით ფეხზე და იბანთ ხელებს. 

როგორ ვაქციოთ ყოველდღიური ცხოვრებისეული რუტინები სწავლის შესაძლებლობად?

უკვე აღვნიშნეთ, რომ რუტინა მრავალჯერადად განმეორებადი ნაბიჯების ერთობლიობაა. თუკი რუტინას კარგად დავუკვირდებით, მას აქვს გარკვეული თანმიმდევრობა - დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული, რომელიც ყოველთვის, მეტნაკლებად მსგავსად მიმდინარეობს. მაგალითად, კბილების გახეხვის რუტინა იწყება კბილის ჯაგრისის აღებით და მასზე კბილის პასტის მოთავსებით და სრულდება ხელ-პირის გამშრალებით. ჩვენ კი შეგვიძლია ეს რუტინა სწავლის შესაძლებლობად განვიხილოთ. იმ შემთხვევაში, თუ შევცვლით დასაწყისს და  ბავშვს შევთავაზებთ ორ კბილის ჯაგრისს, საიდანაც მან საკუთარი უნდა ამოარჩიოს, ჩვენ მას კომუნიკაციური და შემეცნებით უნარების განვითარებაში დავეხმარებით; ან თუ, პირსაწმენდი „დაგვავიწყდა“, ვთხოვთ ბავშვს, აიღოს ის კარადიდან და მოგვიტანოს, ამით მას ორსაფეხურიანი ინსტრუქციის შესრულების საშუალებასაც მივცემთ. მსგავსი სიტუაციები, ერთი მხრივ, მშობელს საშუალებას აძლევს ბავშვს სპონტანურად ასწავლოს, სპეციალური გარემოსა და დამატებითი დროის გამოყოფის გარეშე, ხოლო მეორე მხრივ, ბავშვებისთვის ყოველდღიური რუტინის შესრულება ის ბუნებრივი სიტუაციებია, რომელშიც ისინი ვითარდებიან და იძენენ ახალ უნარებს. 

იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილებები ბავშვისთვის სწავლის შესაძლებლობად ვაქციოთ,  რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი: 

1. შევარჩიოთ იმგვარი რუტინა, რომელიც ბავშვისთვის საინტერესო და სასიამოვნოა. დაფიქრდით, რის კეთება უყვარს თქვენს შვილს ყველაზე მეტად? დღის რომელი მონაკვეთი და რუტინაა მისთვის სასიამოვნო? მაგალითად: ელენეს ყოველთვის უხარია ბანაობა. ის ამ დროს განსაკუთრებით ბედნიერია. შეიძლება სწორედ ამ რუტინისა და კონტექსტის დროს შევთავაზოთ ბავშვს მისთვის ახალი უნარის გავარჯიშება, რადგან იგი მოტივირებულია, აქტივობაში ჩართულია და შესაბამისად, ახალი უნარის ათვისებისთვის მეტი მზაობა აქვს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რაიმე ახლის სწავლებისას ვარჩევთ ისეთ უნარს ან საკითხს, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებას შეესაბამება და რისი ათვისების მზაობაც აქვს მას.  

2. რის სწავლება გვინდა ბავშვისთვის? მაგალითად, ელენეს მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ელენემ ისწავლოს დალოდება, ან რაიმეს მოთხოვნა. როგორც წესი, ელენეს ბანაობისას სათამაშოები აბაზანაში ჩაყრილი ხვდება. ელენეს დედამ გადაწყვიტა, რომ, ერთ დღესაც, ბანაობისას სათამაშოები არ დაახვედროს და ჰკითხოს ელენეს - რა მოვიტანოთ? რა გინდა? დედა ელოდება ელენეს პასუხს და მიაწოდებს სათამაშოს აბაზანაში მას შემდეგ რაც ელენე მისთვის სასურველ ნივთს, სიტყვიერად ან მინიშნებით, მოითხოვს. აქვე, დედა სათამაშოს ასაღებად ცოტა ,,მეტ დროს“ მოანდომებს. როდესაც ელენე ამ უნარს აითვისებს, დედა ახლა დაყოვნების გავარჯიშებას იწყებს: ,,მოდი, ხუთამდე დავითვლი და ამასობაში მოვძებნით სათამაშოს, დამელოდე, სანამ ხუთამდე დავითვლი“.  დათვლის შემდეგ, იგი მყისიერად აჩენს სათამაშოებს. 
ელენე  ლოდინის უნარ გამოიმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ დედა  ამ  სტრატეგიას სისტემატურად გამოიყენებს, თანაც არა მხოლოდ ამ სიტუაციაში, არამედ სხვა გარემოებებშიც, მაგალითად,  საქანელებზე ან მაღაზიაში რიგში დგომის დროს და ა.შ. 

3. როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვს რაიმე ახალი? რუტინის დროს სწავლების პრინციპები ასეთია: 

  • ჩავრთოთ ბავშვი აქტივობაში 

  • ვუზრუნველყოთ ყურადღების მობილიზება

  • მივყვეთ მის ნებას 

  • ველოდოთ მისგან თანამონაწილეობას

  • დაველოდოთ

  • ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წარმატებისკენ და არა ერთბაშად

 

გახსოვდეთ: ბევრი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს. 
ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის და ჩართულობის გაზრდა, ბავშვის საპასუხო რეაქციის დალოდება, მაგალითის მიცემა, წახალისება და მინიშნებების გონივრულად გამოყენება, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასწავლო გარემოს შექმნის ოქროს წესებია. 


ჩამოსატვირთი ვერსია და კონკრეტული რუტინები იხილეთ ქვემოთ

ძილის რუტინა.pdf
ჭამის რუტინა.pdf
ტუალეტის რუტინა.pdf
დილის რუტინა.pdf
რუტინა როგორც ბავშის განვითარების შესაძლებლობა.pdf

ბავშვისთვის გარემოს ორგანიზების ძირითადი პრინციპები:

სათამაშო სივრცის გამოყოფა ბავშვისთვის:

ბავშვისთვის, განსაკუთრებით 0-3 წლადე ასაკში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს ცალკე საკუთარი ოთახი, მნიშვნელოვანია განვითარების შესაბამისი და უსაფრთხო სათამაშოები მოთავსებული იყოს სახლის რომელიმე კუთხეში და სასურველია არ ვუცვლიდეთ სათამაშოებს ადგილს, აუცილებელია ბავშვმა იცოდეს სადაა მისი კუთხე - სივრცე, სადაც შეუძლია თამაშით დაკავდეს, ეს არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია სათამაშოების სხვა ადგილზე გადატანა, თუმცა უნდა იცოდეს, სად დააბრუნოს სათამაშოები თამაშის დასრულების შემდეგ. 

C:\Users\user\Desktop\motessori play\f5efa260402c6e0471da00375fb2ab0f.png   C:\Users\user\Desktop\motessori play\montessori-playroom-489x275.jpg

სათამაშო სივრცის ორგანიზება:

მიუხედავად იმისა, ბავშვს აქვს თუ არა საკუთარი ოთახი, აუცილებელია მისთვის სივრცის გამოყოფა ან სათამაშო ზონების შექმნა სახლში, ზონები სასურველია იყოს შემდეგნაირად:

  • აქტიური თამაშის ზონა - სადაც ბავშვს აქვს სხვადასხვა განმავითარებელი სათამაშოები (ასაწყობები, ლეგო, პირამიდა, თოჯინები, ცხოვლები, ჭურჭელი...)
  • ფიზიკური თამაშის ზონა განსაკუთრებით მნიშნელოვანია 1 წლამდე, ხოლო სასურველია მინიმუმ 3 წლამდე ბავშვებსაც ჰქონდეთ - რბილი ხალიჩა, ბალიშები, თვითგორია, ბურთი და სხვა ინვენტარისთვის.
  • სამაგიდო თამაშის ზონა - სადაც ბავშვი უნდა იჯდეს მაგიდასთან და შეეძლება გააფერადოს ან ხატოს.
  • კითხვის ზონა - სასურველია მყუდრო კუთხის მოწყობა ძირს დაფენილი სირბილით და ბალიშებით კითხვის დროისთვის.

 C:\Users\user\Desktop\motessori play\IMG_4921fb.png     C:\Users\user\Desktop\motessori play\maxresdefault.jpg   

C:\Users\user\Desktop\motessori play\4d0bec3c66ce3a8f8d44cf89f8b7060c.jpg        C:\Users\user\Desktop\motessori play\ee32331d90a627a22d858a82ffa26b24.jpg   

სათამაშოების შესაბამისობა და რაოდენობა:

აუცილებელია ასაკის და განვითარების შესაბამისი სათამაშოების ქონა, მაგალითად 5 წლის ბავშვს არ უნდა ქონდეს ჟღარუნა სათამაშოები ან ჩვილის ასაკის წიგნები, პირამიდა, ბიჭსაც უნდა ჰქონდეს საშუალება სათამაშოებში მოიძიოს თოჯინა და ჭურჭელი, რომ ისწავლოს ფუნქციური თამაში და სოციალური ზრუნვა. 

რაც უფრო ბევრი სათამაშო აქვს ბავშვს, მით მეტად უჭირს არჩევა რა ითამაშოს, შესაძლოა თქვენ გქონდეთ ბევრი სათამაშო ოჯახში, მაგრამ უნდა მოახერხოთ სათამაშოების დახარისხება ისე, რომ ერთ ჯერზე 5-7 კატეგორიის სათამაშოზე მეტი არ იყოს ხელმისაწვდომი ბავშვისთვის (მაგალითად ერთ ჯერზე მაქსიმუმ ბურთი, ველოსიპედი, რამდენიმე წიგნი, ფაზლი, მანქანა, ცხოველები და ჭურჭელი) სხვა სათამაშოები სასურველია გქონდეთ დამალული, ისე რომ ბავშვმა არ იცოდეს მისი ადგილი და მას შემდეგ რაც ხვდებით რომ დიდად აღარ ინტერესდება არსებული სათამაშოებით, დაახლოებით 2-3 კვირაში ერთხელ შეანაცვლოთ გადანახული სათამაშოებით. 

ასევე აუცილებელია ყოველ 6 თვეში ან მაქსიმუმ 1 წელში გადაიხედოს ბავშვის სათამაშოები, მოხდეს გენერალური განახლება, გადაყაროთ ყველა გატეხილი, ნაწილებდაკარგული ან „უსარგებლო“ სათამაშო. 

C:\Users\user\Desktop\motessori play\montessori-slide-2HLQ-superJumbo.jpg      C:\Users\user\Desktop\motessori play\montessori-playroom-3.jpg


სათამაშო სივრცის დალაგება:

აუცილებელია ბავშვს ყოველი თამაშის შემდეგ თხოვოთ ალაგება და შემდეგ ახალი სათამაშო ყუთის გადმოღება, რა თქმა უნდა ბავშვს ვთხოვთ, არ ვიყენებთ ძალდატანებას და ჩვენ ვიწყებთ დალაგებას - ვთხოთ დაგვეხმაროს და ვაჩვენებთ მაგალითს, აუციელებელია რომ ეს პროცესი ჩვენც სიამოვნებით ვაკეთოთ, რომ ბავშვმაც დაუკავშიროს სასიამოვნოს და არა ძალდატანებას. 

სასურველია ამასაც მივცეთ თამაშის სახე, მაგალითად შევეჯიბროთ ვინ უფრო სწრაფად ან მეტ ნაწილს ჩაყრის, როდესაც ოდნავ მაინც ერთვება პროცესში, თქვენ ყოველთვის უნა შეაქოთ, გადაუხადოთ მადლობა დახმარებისთვის, როდესაც არ გეხმარებათ თქვენ არ ტუქსათ ან არცხვენთ მას, უბრალოდ აჩვენებთ მაგალითს, შესაძლოა გაიხსენოთ - „როგორი დამხმარე იყავი გუშინ“ თუ წინა დღეს დაგეხმარათ ალაგებაში, ან როგორ გიჭირთ მარტო დალაგება და სხვა. 

ასე ბავშვი ბუნებრივად ეჩვევა წესებს, რომ სათამაშოს შენახვა ყოველთვის არ ნიშნავს თამაშის დასრულებას, ეჩვევა წესს რომ ერთი სათამაშო უნდა დავაბრუნო, თუ მეორე სათამაშოთი მინდა თამაშის დაწყება.

როცა ბავშვს ეშლება და სხვა დეტალს სხვა ყუთში დებს, ჩვენ მის დასანაად ვდებთ დეტალს სწორ ყუთში და თან ახმოვანებთ „ცხოველებს ვდებთ ცხოველების ყუთში“, მით ბავშვი ბუნებრივად სწავლობს საგნების კლასიფიკაციას და დახარისხებას ზომის, ფერის, ფუნქციის ან კატეგორიის მიხედვით. 

ასეთ დროს პატარა ასაკიდანვე მშობლები აკეთებენ ბავშვისთვის სწორ აქცენტებს, ქმნიან წესრიგის დემონსტრაციას და არიან თანმიმდევრულები, რაც აიძულებს ბავშვს, მიბაძოს მშობლებს. ამ უნარის გამომუშავების დრო არის მაქსიმუ 3 წელი, თუ ბავშვი 3 წლამდე მიეჩვია თავისი სივრცის ორგანიზებას, მას შემდეგ ასაკში უკვე ექნება თავის გარემოს დალაგების მოთხოვნილება და ეს იქნება მისთვის ბუნებრივი ქმედება, ამას ბავშვი 5 წლის ასაკში აღარ ისწავლის და მისთვის ეს ყოველთვის ზედმეტი პასუხისმგებლობის ტოლფასი იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შესაძლოა მთელი დღით თამაშობდეს სათამაშოებით, ჩვენ ყოველი ძილის შემდეგ უნდა ვეცადოთ ერთიანი ან ჩვენი ძალისხმევით დალაგებული სივრცე დავახვედროთ, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკში, რადგან ამ ასაკშია ყველაზე აქტიური წესრიგის აღქმის პერიოდი, როდესაც ბავშვებს აქვთ მოწესრიგებულობის ბუნებრივი მოთხოვნილება, რადგან მოწესრიგებული გარემო, საგნები თავის ადგილზე მათ აძლევს დაცულობის შეგრძნებას და მათ თავში არსებული ქაოსის „დალაგებას“

გარემოში წესრიგის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია დროში წესრიგი,რაც გულისხმობს ბავშვის ცხოვრებაში რუტინის არსებობას და მის მიყოლასგარემოს მოწესიგება არ ნიშნავს მხოლოდ ნივთების დალაგებას, ეს არის მენტალური წესრიგი, ამ ქცევის გამომუშავებით ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს გადავიდეს ეს ავტომატურ ქცევაში, რაც გააუმჯობესებს მათ თვითრეგულაციას, წესებისადმი მორჩილების და ორგანიზებულობის, თვითმენეჯმენტის უნარებს. 

C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\How-to-Divide-Household-Chores-Fairly.jpg    C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\mother-and-child-sorting-out-the-recycling-bins-1008101320-5c4721c246e0fb0001c5e94b.jpg

სათამაშოების ორგანიზება:

აქედან გამომდინარე სასურველია სათამაშოები დავალაგოთ სხვადასხვა ფუნქციის მიხედვით. სათამაშოების ორგანიზებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა დაგვჭირდეს:

  • თაროები ან დანაყოფებიანი კარადა

  • გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე ყუთების გამოყენება

  • ღია ყუთები და თავსახურიანი კონტეინერები

  •  „ჭუჭყიანი თამაშებისთვის“ დიდი თასის ქონა ან კონტეინერებიანი მაგიდა მარტივად დალაგებისთვის

C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\printable-chalkboard-labels-organization.jpg  C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\v4-460px-Organize-Toys-Step-2-Version-3.jpg

C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\d6529aa24400453525056d1c68b5e93a.jpg      C:\Users\user\Desktop\motessori play\638fb24a59e0a4ba2a69e37e9213e590.jpg      

აუცილებელია სათამაშოების დაორგანიზება კატეგორიების მიხედვით და ასევე იმ პრინციპით რომ ღიად და ყველაზე ქვემოთ იდოს დიდი / მსხვილი კატეგორიის სათამაშოები, ჩამკეტიან ყუთში (გამჭვირვალეში ან გაუმჭვირვალეში) შედარებით პატარა სათამაშოები (მაგ: კუბიკების ყუთი, მანქანები, ბურთები...) ხოლო უფრო ზემოთ კიდევ უფრო წვრილი სათამაშოები (ფაზლები და მისი ნაწილები, მძივები და თასმა, ფანქრები და ფურცელი...)

ის რაც გაფუჭებადია, გასატეხი ან უფროსის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის საშიშია, სასურველია იდოს ბავშვისთვის ხელმიუწვდომე ადგილას (მაგალითად მაკრატელი, წვრილი მძივები...), თუმცა გამჭვირვალე ყუთში, რომ ბავშვმა დაინახოს და მოუნდეს თამაში.

C:\Users\user\Desktop\motessori play\playroom-10.jpg   C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\ec69bbf8d83f6b9e3d11f430e04b588b.jpg

სათამაშოების დაორგანიზება ასევე შეუწყობს ხელს გამიჯნოთ დამოუკიდებლად თამაშის წახალისება და უფროსის ჩართულობა თამაშის განვითარებისთვის.

მაგალითად თუ ჩვენ ხელმისაწვდომ ადგილას ღია ყუთებში ჩავალაგებთ იმ სათამაშოებს, რისი თამაშიც ბავშვმა უკვე იცის (მაგ ქსილოფონი, დოლი, ჭურჭელი, თოჯინის საწოლი და აქსესუარები) ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ ბავშვი მივიდეს და დამუკიდებლად დაკავდეს თავისუფალი თამაშით, რაშიც შესაძლოა ჩვენც შევუერთდეთ ან ვაცადოთ დამოუკიდებლად თამაში, ჩვენი ჩართულობის გარეშე.

ხოლო თუ ბავშვისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომ ადგილას გამჭვირვალე, მაგრამ თავდახურულ ყუთში ჩავდებთ ისეთ სათამაშოებს, რომლის გამოყენება ჯერ არ იცის ბავშვმა და ჩვენი ჩართულობა სჭირდება (მაგ ლეგოები, ფაზლი, კუბიკები) ბავშვი მას შემდეგ რაც დაინახავს ყუთს და მოუნდება თამაში, იძულებული იქნება გვთხოვოს დახარება მის ჩამოღებაში / გახსნაში და ჩვენც შესაბამისად გამოვყოთ დრო რომ დავუჯდეთ მას და დავეხმაროთ ამ სათამაშოების გამოყენების დასწავლაში, რადგან შესაძლოა დასჭირდეს მოდელლირება ან ფიზიკური დახმარება რომ ისწავლოს მაგალითად როგორ გააგოროს მექანიკური მანქანა ან აწყობილ კუბიკებს მისცეს სახლის ფორმა. 

C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\Encouraging+Independent+Play+-+Montessori+in+Real+Life.jpg    C:\Users\user\Desktop\motessori play\organizing\dad_baby_daughter_playing_with_blocks-300x200.jpg

შენიშვნა: მასალა მომზადებულია მონტესორის მეთოდის პრინციპების გამოყენებით 


ჩამოსატვირთი ვერსია იხილეთ ქვემოთ

ბავშვისთვის სათამაშო სივრცის ორგანიზების პრინციპები.pdf