ჩვენი სიახლეები
                    
                            25. 09. 2020
                            გაზიარება 
	
                            
                        
                        შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტ ემილი ვარგას ბარონთან
                    2017 წლის 16-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს საკონფერენციო დარბაზში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო ექსპერტ ემილი ვარგას ბარონს შორის.
შეხვერდრების დროს გადაიხედა და შესწორებები შევიდა დოკუმენტში: ადრეული ინტერვენციის მომსახურების სახელმძღვანელო და პროცედურები. აღნიშნული დოკუმენტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია და უზრუნველყოფს პროგრამის მაღალი სტანდარტით დანერგვასა და განხორციელებას. მსგავსი დოკუმენტი მოითხოვს სამ წელიწადში ერთხელ გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში განახლებას.
დოკუმენტის განახლებული ქართული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ფეისბუქგვერზე და შემდგომში ვებგვერდზე.
გარდა ამისა განხილული იქნა კოალიციის სამომავლო პრიორიტეტული გეგმები.
გვსურს კოალიციის სახელით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ ემილი ვარგას ბარონს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.