ჩვენი სიახლეები

ISSA-ს საერთაშორისო კონფრენცია
25. 09. 2020
ISSA-ს საერთაშორისო კონფრენცია
2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამართულ ISSA-ს საერთაშორისო კონფრენციაზე, რომელიც ჩატარდა ქალაქ გენტში, ბელგიაში, საქართველოს ადრეული ინტერვენციის კოალიციის სახელით მოხსენება გააკეთეს: რუსუდან ბოჭორიშვილი (პირველი ნაბიჯი), მაია გაბუნია (ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია), ხათუნა დოლიძე და ნინო ცინცაძე (საქართველოს პორტიჯის ასოციაცია). პრეზენტაციის თემა იყო: კოალიცია ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებისთვის საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები.
მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ფონდი ღია საზოგადოების კონკურენტულ სესიაში, სადაც უკრაინელ და ბულგარელ კოლეგებთან ერთად ისაუბრეს საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის წარმატები დანერგვასა და მიღებულ გამოცდილებებზე.
ISSA არის საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც აერთიანებს ბავშვთა ადრეული ასაკის ექსპერტებს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ISSA- ს ყოველწლიური კონფერენცია არის უნიკალურ პლატფორმა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ადრეული ასაკის ბავშვთა ექსპერტები, უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მოიპოვეს აღნიშნულ სფეროში მუშაობისას.
2017 წლის კონფერენციის ფოკუსი იყო: ლოკალური რეაგირება, გლობალური მიღწევები.