ჩვენი სიახლეები

პროექტი "ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვა საქართველოს ცენტრიდან მოშორებულ და მაღალმთიან რაიონებში"
25. 09. 2020
პროექტი "ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვა საქართველოს ცენტრიდან მოშორებულ და მაღალმთიან რაიონებში"
2017 წლის სექტემბერში, პროექტის „ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვა საქართველოს ცენტრიდან მოშორებულ და მაღალმთიან რაიონებში“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ხულოს, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გამგეობებში. ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცენტრიდან მოშორებულ და მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ადრეული ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების განხილვა და გადაჭრის გზების ძიება. ასევე, რისკის ჯგუფში მყოფი ბავშვების ადრეული იდენტიფიცირებისა და რეფერირების საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა კონკრეტული ქმედებები ადრეული ინტერვენციის მომსახურების ბუნებრივ გარემოში (სახლი, საბავშვო ბაღი) მისაწოდებლად, ვინაიდან დღეს-დღეობით აღნიშნული მომსახურების მიღებისთვის ოჯახებს თვეში რვაჯერ უწევთ ადრეული განვითარების ცენტრებში ჩამოსვლა, რაც არღვევს პროგრამის ძირითად ღირებულებებს და პრინციპებს.
პროექტი ხორციელდება „აბილიტაციის და განვითარების ცენტრის“ მიერ ფონდი „ღია საზოაგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. ასევე, საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროებისა და საქარველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის საერთაშორისო ექპერტების აქტიური ჩართულობით.
პროექტი პირველად განხორციელდება აჭარის რეგიონში და შემდგომ დაინერგება საქართველოს სხვა რეგიონებში.