ჩვენი სიახლეები

კოალიციის გასვლითი შეხვედრა
25. 09. 2020
კოალიციის გასვლითი შეხვედრა
მიმდინარე წლის 3 და 4 აგვისტოს, კოალიციამ გასვლითი შეხვედრა გამართა საგურამოში. გასვლითი შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული ამოცანების და შესაბამისი ღონისძიებების განხილვა იყო.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია ჩართული იყო USAID-ის ACCESS პროექტის მიერ გამოცხადებულ ორგანიზაციული განვითარების საკონსულტაციო პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში კოალიციის გუნდს საკონსულტაციო დახმარება გაუწია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა - CTC. აღნიშნული პროცესის ნაყოფიერად წარმართვისათვის, გვსურს მადლიერება გამოვხატოთ USAID-ის ACCESS პროექტის და CTC-ს მიმართ.
გასვლით შეხვედრაზე ასევე მოხდა კოალიციის სახელწოდების შეცვლა, რაც გამოწვეულია კოალიციის საქმიანობის გაფართოებით. შესაბამისად, ახალი სახელწოდებაა: კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის Coalition for Early Childhood Development