ჩვენი სიახლეები

ადვოკატირების შეხვედრები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტებთან
22. 02. 2021
ადვოკატირების შეხვედრები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებთან

კოალიციამ, გამართა ადვოკატირების შეხვედრები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურის, ბავშვთა უფლებების საკითხების განყოფილებების და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან - ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშემწყობი ადგილობრივი პროგრამების დახვეწის და დანერგვის თემატიკასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მუნიციპლაიტეტის წარმომადგენლებს წარედგინათ სპეციალური ანგარიში სოციალური ბიუჯეტების შეფასების შესახებ, ღონისძიებების ნუსხა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ბავშვთა კოდექსის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და რეკომენდაციები, ადგილზე დამატებით  ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვის თაობაზე.