ჩვენი სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები ბენეფიციარებთან სამცხე-ჯავახეთში
30. 11. 2021
საინფორმაციო შეხვედრები ბენეფიციარებთან სამცხე-ჯავახეთში

2021 წლის 15, 16 და 17 ნოემბერს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს  მხარდაჭერით, დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, პროექტის: „ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება, სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობით“, „კოალიციამ ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის“ - ნინოწმინდაში, ახალქალაქში და ახალციხეში, გამართა საინფორმაციო შეხვედრები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საჭიროებების შესწავლისა და ადგილობრივი მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების გაცნობის მიზნით.

შეხვედრები შედგა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ორგანიზაციებთან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან.  წამოჭრილი პრობლემების შემცირების მიზნით, დაიგეგმა შესაბამისი სამუშაოები: კერძოდ ორენოვანი პროფესიონალი კადრის მომზადება; ბავშვებთან და ოჯახებთან სამუშაოდ პროფესიული მასალის თარგმნა სომხურ ენაზე; ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სოციალური სერვისების