ჩვენი სიახლეები
25. 09. 2020
გაზიარება
რეგიონული შეხვედრები
ამა წლის 14-16 ივლისს, გაიმართა სამუშაო შეხვედრები აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონის 13 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან. მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობისა და ამ მხრივ ოჯახების მხარდაჭერის საჭიროების, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სერვისების განვითარების გზებისა და ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის დანერგვის პროცესში მიღწევებსა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შეხვედრა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინტერსექტორული თანამშრომლობის კარგი მაგალითი, რომელიც განხორციელდა საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით.