ვაკანსია

27.01.2021
ვაკანსია ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე: ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები"

ადრეული განვითარების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

  • სპეციალისტი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი და ა.შ);
  • უზრუნველყოფს ბავშვის და ოჯახის  შეფასებას და განვითარების გეგმის შემუშავებას;
  • ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას მშობლის უნარების გაძლიერებით, საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებით;
  • ხელს უწყობს ბავშვის და მისი ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციას;
  • მონაწილეობას იღებს ადრეული ინტერვენციის ინტერდისციპლინარული გუნდის შეხვედრებში;
  • აწესრიგებს სავალდებულო დოკუმენტაციას  ბავშვის და ოჯახის შესახებ მომსახურების მიწოდების ფარგლებში ;
  • ეცნობა ორგანიზაციის სტრატეგიას, მიზნებსა და ამოცანებს, წესდებას და ორგანიზაციის შიდა პროცედურებს;

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობა;
  • პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი;
  • ორგანიზებულობა და ინიციატივა

პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ შემდეგი დისციპლინის პროფესიონალებს:

  • ფსიქოლოგი;
  • ოკუპაციური თერაპევტი;
  • ენისა და მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი);
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი;
  • სპეციალური მასწავლებელი;
  • სოციალური მუშაკი;

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: childrenofgeorgia1@gmail.com

  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სასურველია ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარების სპეციალისტის  სერთიფიკატის ასლი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 თებერვალი. 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეტყობინება გაეგზავნებათ, მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საკონტაქტო პირი: თეა ასლანიშვილი 555-33-10-41

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ სათაურის დასახელება info@cualicia.ge-ზე