ვაკანსია

16.02.2021
კენ ვოლკერის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

·        ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება კურიკულუმზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით

·        შეფასების შემდგომი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის გაწერა;

·        გაწერილი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის განხორციელება;

·        მშობელთა ან სხვა საჭირო დაწესებულებების კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

·        ინკლუზიურ სკოლამდელ ან სასკოლო განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა;

·        თემში არსებული ასაკისა და საჭიროების შესაბამის მომსახურებებში ჩართვის ხელშეწყობა;

·        საჭიროების შემთხვევაში ახალი დაწესებულების მიერ პირველი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის შემუშავებაში მონაწიელობის მიღება;

·        ინდივიდუალური და/ან ჯგუფური სამუშაო/ შეხვედრების მონაწილბა;

·        მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ქცევის მართვისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;

·        საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

·        დოკუმენტაციის წარმოება

·        უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს:

ა) უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პროფესიაში:

-        ფსიქოლოგია

-        სპეცილური განათლება

-        ოკუპაციური თერაპა

-        ფიზიკური თერაპია

-        მეტყველების თერაპია

-        ადრეული პედაგოგიკა

-        მედიცინის სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება

-        სოციალური მუშაკი

 

ბ) ადრეული ინტერვენიციის სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სავალდებულოა P, A ან B დონე)

 

·        პარაფროფესიონალი - რომელსაც აქვს:

 

ა) ადრეული ინტერვენიციის სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი (A ან B დონე)

ბ) ამავე პროგრამაში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

·        თანადგომისა და ემპათიის უნარი

·        ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი

·        ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება

·        მოქნილობა და დამოუკიდებლობა

·        თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში

·        დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

·        წერითი უნარ-ჩვევები

 

ჩვენ გთავაზობთ:

·        საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს

·        სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს

·        პროფესიონალ გუნდთან მუშაობას

·        პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

აინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kwclinic.ge

.