ვაკანსია
31.03.2021
გაზიარება
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
კვალიფიკაცია:
- ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში სავალდებულოა, (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა და მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა.
სამუშაო დატვირთვა: არასრული
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 8 აპრილი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
.