ვაკანსია

08.06.2021
"პირველი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე ადრეული განვითარების პროგრამაში, ოჯახებთან ბუნებრივ გარემოში მომსახურების გასაწევად (2 ვაკანსია).

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განვითარების შეფერხების რისკის მქონე ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები:

  • უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსი;
  • ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ჩატარებული სასერტიფიკატო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, P, B ან A დონის სერტიფიკატი)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
  • ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარი;

უნარები:

  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა, დროის მენეჯმენტის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისათვის მზაობა / თვითგანვითარების უნარები;
  • პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
  • გუნდურად მუშაობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბავშვისა და ოჯახის შეფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარის შესაბამისი ფორმებით;
  • ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და შესაბამის დროს გადაფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარის შესაბამისი ფორმის მიხედვით;
  • ბავშვთან და ოჯახთან მომსახურების მიწოდება ბუნებრივ გარემოში, ადრეული განვითარების პრინციპებისა და ფილოსოფიის გათვალისწინებით.
  • მუშაობისას ოჯახის წევრების გაძლიერებაზე / უნარების განვითარებაზე ორიენტირებულობა, ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება.
  • ოჯახის მხარდაჭერა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანზიციასა და სხვადასხვა სათემო სერვისების მისაღებად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გააგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. გთხოვთ მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

.