ვაკანსია
17.06.2021
გაზიარება
საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: გორი, ხაშური, კასპი, ქარელი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი ან ოკუპაციური თერაპევტი
- ადრეული განვითარების სპეციალისტის სერტიფიკატი
- ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები
- ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება
- ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება
- შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით
- ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება
- ბავშვის პირადი საქმის წარმოება
- საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება
- ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში
- ბავშვის უფლებების ადვოკატირება
- სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის მენეჯერთან და ორგანიზაციის დირექტორთან
ადრეული განვითარების სპეციალისტები მუშაობისას იხელმძღვანელებენ ორგანიზაციაში არსებული მეთოდოლოგიით.
მოთხოვნები
- ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
- ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა
- მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება
- ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა
- პროფესიული განვითარების სურვილი
- მიღწევის მაღალი მოტივაცია
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის პრინციპი
- ლიდერული უნარ-ჩვევები
- დროის კარგი მენეჯმენტი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: societybiliki@gmail.com და "subject"-ში მიუთითეთ "ადრეული განვითარების სპეციალისტის ვაკანსია".
აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 0370 27 54 10
.