ვაკანსია

23.01.2021
მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პროგრამებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3 -კრედიტიან პროგრამებზე:
  •  ადრეული განათლების მეთოდოლოგია
  •  ადრეული ინკლუზიური განათლება
პროგრამები განკუთვნილია ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ.
განრიგი: ლექციები ჩატარდება 15 თებერვლიდან კვირაში 3-ჯერ დისტანციურად (პლატფორმა Zoom-ის გმოყენებით) და მოიცავს 45 საკონტაქტო საათს.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 თებერვალი, 2021 წელი
პროგრამებზე დარეგსიტრირების მსურველებმა 5 თებერვლამდე უნდა გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge
სწავლის საფასური: 200 ლარი
შესაძლებელია ორივე მოდულზე ერთდროული დარეგისტრირება.
დამატებითი ინფორმციისთვის: 593 62 34 10; 555 29 33 15
ვრცლად: https://bit.ly/360s6nF
.