ჩვენი სიახლეები

კოალიციამ დაიწყო ტრენინგების ციკლი გურიის რეგიონში
04. 02. 2021
კოალიციამ დაიწყო ტრენინგების ციკლი გურიის რეგიონში

კოალიციამ ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის, ASB Georgia-ს მხარდაჭერით, პროგრამის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის“, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირის ოფისი საქართველოში, 25 იანვარს დაიწყო ტრენინგების ციკლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისათვის და ექიმებისათვის.

ტრენინგების მიზანია, მოხდეს მშობლების ინფორმირება ბავშვთა ადრეული განვითარების სისტემის მნიშვნელობის შესახებ; ხოლო ადგილობრივი ექიმები გაეცნონ ბავშვის  ნეიროგანვითარებაზე ზედამხედველობის პროტოკოლსა და განვითარების სკრინინგის ინსტრუმენტს. ტრენინგების შემდგომ, მონაწილეებს საჭიროებისამებრ გაეწევათ პროფესიული კონსულტაცია.

ტრენინგების ციკლი გაგრძელდება ლანჩხუთში და ჩოხატაურში მცხოვრებ სამიზნე აუდიტორიასთან.

ტრენინგს ატარებენ: მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია, ხელმძღვანელი; მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი;

ნანა ტატიშვილი, ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელძღვანელი;  საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი;

თამარ ყიფიანი, ბავშვთა ნევროლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის გენერალური მდივანი;

რუსუდან ბოჭორიშვილი, ბავშვთა ფსიქოლოგი, კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის მმართველი კომიტეტის ხელმძღვანელი, პირველი ნაბიჯი საქართველოს კონსულტაციის და თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელი;

გვანცა კოპალიანი, ბავშვთა ფსიქოლოგი, კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის სუპერვიზორი;

სალომე ჭიჭინაძე, სოციალური მუშაკი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური კომპონენტის მენეჯერი.

#europeanunioningeorgia #ASBingeorgia #CECD